დაემშვიდობეთ ჭაღარა თმას! საუკეთესო მეთოდი თმის ბუნებრივი ფერის შესანარჩუნებლად სახლის პირობებში

დაემშვიდობეთ ჭაღარა თმას! საუკეთესო მეთოდი თმის ბუნებრივი ფერის შესანარჩუნებლად სახლის პირობებში
ორგანიზმის დაბერების ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო ნიშანი თმის გაჭაღარავებაა. თქვენ შეგიძლიათ დამალოთ ნაოჭები, ჩაიცვათ ისე, რომ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდად, თუმცა თუ არ გსურთ თქვენი თმისთვის ზიანის მიყენება ქიმიური ნივთიერებებით და მისი შეღებვა ყოველთვიურად, მაშინ ჭაღარა თმების წინააღმდებ ბრძოლა არც ისე მარტივია. დღეს ჩვენ გასწავლით ძალზედ ეფექტურ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ბუნებრივი თმის ფერის შენარჩუნებაში.

ჭაღარა თმების გაჩენის მიზეზები:

თმის გაჭაღარავების ყველაზე გავრცელებული და მთავარი მიზეზი ორგანიზმის დაბერებაა. ასაკის მატებასთან ერთად, ბერდება ჩვენი ორგანიზმის უჯრედები და ზოგიერთი ნივთიერება, მაგალითად მელანინი საერთოდ წყვეტს სინთეზირებას. თმის ღერები, რომელთაც აღარ მიეწოდება მელანინი, კარგავს ფერს.
გენეტიკა - კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. თუ თქვენი ერთ-ერთი მშობელი მაინც გაჭაღარავდა 30 წლის ასაკში, მაშინ სავსებით მოსალოდნელია, რომ მსგავსი რამ თქვენც დაგემართოთ.

როგორ გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე თმის ნატურალურ ფერს:

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ კარიბის აუზის მოსახლეებს შორის პრაქტიკულად არცერთ ადამიანს აღენიშნება ჭაღარა თმა, რადგან ისინი სარგებლობენ ერთი განსაკუთრებული ინგრედიენტით - ქოქოსის ზეთით. სწორედ ეს პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით მინერალებს, ვიტამინებს, ნახშირწყლებსა და სასარგებლო ცხიმებს, რომლებიც თმას ბუნებრივი ფერის შენარჩუნებაში ეხმარება. ქოქოსის ზეთის ყოველდღიური მოხმარება თმას ანიჭებს სიძლიერეს, ელასტიურობასა და ბზინვარებას.

გამოყენების ინსტრუქცია:

1. დაიტანეთ მშრალ თმაზე მცირე რაოდენობით თბილი ქოქოსის ზეთი (შეათბეთ იგი მიკროტალღურ ღუმელში);

2. რბილი მასაჟის მეშვეობით შეიზილეთ ქოქოსის ზეთი თავის კანზე და გაანაწილეთ იგი მაქსიმალურად თითოეული თმის ღერზე, დაწყებული ფესვებიდან, დამთავრებული დაბოლოებებით;

3. შემოიხვიეთ თავზე პარკი და მშრალი პირსახოცი 10-15 წუთით;

4. ამ დროის გასვლის შემდეგ დაიბანეთ თმა შაპმუნით;

5. გამოიყენეთ ზეთი ყოველი დაბანის წინ;

ეს მეთოდი ნამდვილად ეფექტურია თმის ბუნებრივი ფერის შესანარჩუნებლად. გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც შეიტყონ ამ მარტივი, სასარგებლო და ეფექტური მეთოდის შესახებ.