ჩვენი წინაპრები ამ საშუალებით კურნავდნენ ჭაღარა თმას ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მათ თმის საღებავების შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ

ჩვენი წინაპრები ამ საშუალებით კურნავდნენ ჭაღარა თმას ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მათ თმის საღებავების შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ
რატომ გვიჭაღარავდება თმა? ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი თმის ფოლიკულებს უქვეითდება მელანინის გამომუშავების უნარი, რის გამოც თმა ხუნდება და კარგავს პირვანდელ ფერს. სავსებით ნორმალურია, როდესაც თმის გაჭაღარავების პროცესი ზრდასრულ ასაკში იჩენს თავს, თუმცა როგორ მოვიქცეთ, თუ ამ პრობლემამ ახალგაზრდობაშივე შეგვაწუხა?

რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ საღებავებს ამ კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა, სამწუხაროდ, ეს საშუალებები უდიდეს ზიანს აყენებს ჩვენს თმას, რადგან ისინი გაჟღენთილია ქიმიური ნივთიერებებით. სწორედ ამიტომ, ჩვენი რჩევა იქნება მოიძიოთ პრობლემის გადაჭრის გზა ნატურალურ საშუალებებში. საბედნიეროდ, არსებობს რეცეპტი, რომლითაც ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ მაშინ სარგებლობდნენ, როდესაც მათ თმის საღებავების შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ.

თმის გაჭაღარავების თავიდან ასარიდებლად თქვენ დაგჭირდებთ მხოლოდ ხახვისა და ლიმონის წვენი.

მომზადება:

  1. გაასუფთავეთ ხახვი კანისგან და დაჭერით ის პატარა ნაჭრებად.
  2. დაქუცმაცებული ხახვისგან გამოწურეთ წვენი. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ დოლბანდი, ბლენდერი, წვენსაწური და ა.შ.
  3. მიღებული ხახვის წვენი შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ლიმონის წვენთან.
  4. მიღებული ნარევი შეიზილეთ თავის კანზე და შემდეგ გაინაწილეთ მთელ თმაზე.
  5. გაიჩერეთ 15 წუთით და შემდეგ დაიბანეთ თავი შამპუნის გამოყენებით.

ეს საშუალება ნამდვილად ეფექტურია ჭაღარა თმის მოსაცილებლად. გარდა ამისა, ხახვისა და ლიმონის წვენის ნარევი გაგიჯანსაღებთ თმას და თავიდან აგარიდებთ მის ცვენას.

როგორც უკვე გითხარით, ასაკის მატებასთან ერთად თმის ფოლიკულები კარგავს მელანინის გამომუშავების უნარს, რაც განპირობებულია ორგანიზმში ვიტამინ B12-ის დეფიციტით. სწორედ ამიტომ, მოცემული პრობლემის თავიდან ასარიდებლად რეკომედირებულია კვების რაციონის გამდიდრება A და B ვიტამინის შემცველი პროდუქტებით. ეს პროდუქტებია: ბანანი, ყვავილობანი კომბოსტო, პომიდორი, იოგურტი და კვერცხი.