თმის ღრმა ფერი ქიმიური შეღებვის გარეშე! ჭაღარა თმისგან გავთავისუფლდი...

თმის ღრმა ფერი ქიმიური შეღებვის გარეშე! ჭაღარა თმისგან გავთავისუფლდი...
მელანინი განსაკუთრებული პიგმენტია, რომელიც ჩვენს თმის ფერზე აგებს პასუხს. იგი ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმშია, მაგრამ სხვადასხვა რაოდენობით. მაგალითად, მუქთმიანებს მელანინი მეტი რაოდენობით აღენიშნებათ. ასაკთან, ჩვენი ორგანიზმი კარგავს ამ პიგმენტის გამომუშავების შესაძლებლობას, ამიტომ 40 წელს გადაცილებულებში ჭაღარა თმა ხშირი მოვლენაა.

სინამდვილეში, თმა ჭაღარა კი არა, გამჭვირვალეა. ნაადრევი ჭაღარის გამომწვევი მიზეზები შესაძლოა უკავშირდებოდეს ასეთ ფაქტორებს: B2, B3, B6, B12 ვიტამინების დეფიციტი, სტრესი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ჰორმონალური დისბალანსი და გენეტიკა.

ამიტომ, თუ ნაადრევი ჭაღარის პრობლემა გაწუხებთ, მიმართეთ ექიმ-ტრიქოლოგს მიზეზების გამოსავლენად. Fpaparazzi კი გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც ჭაღარის შენიღმვაში დაგეხმარებათ.

ჭაღარა თმის მოცილება შეღებვის გარეშე


ინგრედიენტები

  • 6 ს.კ. შავი ბაიხის ჩაი
  • 2 ლ ადუღებული წყალი
  • 3 ს.კ. ვაშლის ძმარი


მომზადება და გამოყენება:

  1. დააყენეთ შავი ბაიხის ჩაი და აცადეთ სრულად გაცივება.

  2. დაწურეთ ჩაი, შემდეგ კი ოდნავ გაათბეთ.

  3. დაამატეთ ვაშლის ძმარი.

  4. თავის დაბანამდე იზრუნეთ ჩაცმულობაზე, ვინაიდან შავი ჩაი ტოვებს რთულად ამოსაყვან ლაქებს.

  5. დაიბანეთ თავი, შემდეგ კი გაივლეთ ჩაის სავლებით 15-20 წუთის განმავლობაში.


პროცედურის შემდეგ არ ჩამოიბანოთ თმა და ნუ გაიმშრალებთ პირსახოცით. ეცადეთ ხელებით კარგად გაწუროთ და შემდეგ გაიშროთ თმის საშრობით.
გაიმეორეთ პროცედურა თავის ყოველი დაბანის შემდეგ და უკვე 2 კვირის შემდეგ მიიღებთ საგრძნობ შედეგს.