7 რჩევა, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში ყველაზე არაფოტოგენური ადამიანებიც კი მომხიბვლელად გამოიყურებიან ფოტოზე!

7 რჩევა, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში ყველაზე არაფოტოგენური ადამიანებიც კი მომხიბვლელად გამოიყურებიან ფოტოზე!
ბევრ ადამიანს სჯერავს, რომ ის არაფოტოგენურია და ამის გამო ყოველთვის გაურბის კამერას, თუმცა წარუმატებელი ფოტოების მიზეზი სინამდვილეში პოზირების დროს ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომებია.

''The Daily Mail"_ის ჟურნალისტებმა ტელეარხ "Sky News''_ის ახალი ამბების წამყვანთან ერთად ჩაატარეს პატარა ექსპერიმენტი და აღმოაჩინეს რამდენიმე მარტივი ხრიკი, რომლის მეშვეობითაც ადამიანი ფოტოში მაქსიმალურად ეფექტურად და მომხიბვლელად გამოიყურება.

1. აღმოაჩინეთ საკუთარი სწორი რაკურსი



''თითქმის ყველა ადამიანს ასიმეტრიული სახე აქვს. სწორედ ამიტომ საჭიროა შეარჩიოთ ეგრედწოდებული სწორი რაკურსი'' - ამბობს ლონდონელი ფოტოგრაფი ჯონ გოდვინი. კარგად დააკვირდით საკუთარ თავს და ამოარჩიეთ სახის ის მხარე, რომელიც უფრო მეტად მოგწონთ.

2. სწორი გამოხედვა



''ჩვეულებისამებრ ფოტოს გადაღებისას ვცდილობ, რომ გამოვიყურებოდე სასიამოვნოდ, რისთვისაც წარბებს ზემოთ ვწევ, თუმცა სინამდვილეში ეს ქმედება ჩემს თვალებს უფრო გაოცებული ადამიანის გამომეტყველებას სძენს'' - ამბობს სამანტა.

ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან: ანჯელინა ჯოლი, დრიუ ბერიმორი და შერონ სტოუნი, ფოტოს გადაღებისას ერთ პატარა ფოკუსს მიმართავენ - ისინი ოდნავ ხუჭავენ თვალებს, რაც ადამიანს მეტ დამაჯერლობას სძენს.

3. ნუ გადააჭარბებთ ღიმილის დროს



ექსპერიმენტის ავტორის აზრით გადაჭარბებული ღიმილი არაბუნებრივია და ამიტომ არ უხდება ბევრ ადამიანს. რბილი და ნაზი ღიმილი თქვენს სახეს უფრო სასიამოვნოს გახდის და დაგიცავთ ნაოჭების გამოჩენისგან.

4. მიაქციეთ ყურადღება ლოყებს



იმისათვის, რომ ვიზუალურად შეამციროთ სახის გარშემოწერილობა, საჭიროა გააკეთოთ ორი მარტივი რამ: ''უნდა შებრუნდეთ კამერისკენ თქვენი ''უკეთესი'' მხრით, ისე, რომ შექმნათ 30 გრადუსიანი კუთხე და ამავდროულად მიადოთ ენის წვერი სასას'' - ამბობს ჯონ გოდვინა.

5. არ გამოწიოთ ტუჩები წინ



გასაოცარია, თუმცა თინეიჯერებს შორის გამოწეული ტუჩები უკვე მოდად იქცა, თუმცა სინამდვილეში ''იხვის'' ტუჩები სილამაზეს კი არ გძენთ, არამედ პირიქით - გამახინჯებთ.

6. უყურეთ კამერას ქვემოდან ზემოთ



''თუ სახე გექნებად კამერაზე დაბლა, მოგიწევთ, რომ შეხედოთ მას ქვემოდან ზემოთ. ეს პოზიცია იძლევა გაცილებით უკეთესი კადრის შექმნის საშუალებას და პირიქით - თუ სახე კამერაზე მაღლა გაქვთ, თქვენი სახის გამომეტყველება უფრო აგრესიულია და შესაბამისად ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურებით'' - გვირჩევს ფოტოგრაფი.

7. აწიეთ ნიკაპი მაღლა



იმ შემთხვევაში, როდესაც იღებთ ფოტოს პროფილში, არ დაგავიწყდეთ ნიკაპის მაღლა აწევა, რადგან ასე თქვენ გაცილებით მომხიბვლელად გამოიყურებით.
სტატიის ავტორი: ბაჩო სამხარაძე