9 რჩევა უკეთესი ფოტოსთვის!

9 რჩევა უკეთესი ფოტოსთვის!
დღესდღეობით იმდენად მიჩვეულები ვართ ფოტოებისთვის პოზირებას, რომ სხვაგვარად ვეღრც წარმოგვიდგენია. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში მაინც ნაუცბათევად ვიღებთ სელფებს ჩვენი სმარტფონებით. მეორე საკითხია ასეთი ფოტოების დეფექტების ათასი საშუალებით დამუშავება. გთავაზობთ პროფესიონალების რჩევას, როგორ გამოვიყურებოდეთ უკეთ ფოტოებზე:

  • ეცადეთ, არ გადაიღოთ ფოტო ქვედა კუთხიდან

    ქვედა კუთხიდან გადაღებული ფოტო გაცილებით მსუქანს გაჩენთ და ორმაგ ღაბაბსაც დაგიმატებთ. ჯობს, ტელეფონი/კამერა თვალის დონეზე გეჭიროთ.

  • არ გადაიღოთ ფოტო ზედა კუთხიდან

    ზემოდან გადაღებულ ფოტოზე თქვენი თავი არაპროპორციული გამოჩნდება ტანთან შედარებით, ამიტომ სჯობს მოერიდოთ, თუ რა თქმა უნდა, არ გინდათ, შრეკის კატას ჰგავდეთ ფოტოში.

  • იპოვეთ თქვენი „მომგებიანი“ მხარე

    თითქმის ყველა ადამიანს ასიმეტრიული ნაკვთები აქვს. იპოვეთ თვენი სახის ის მხარე, რომელიც ყველაზე მომგებიანია და ეცადეთ, სწორედ ის წარმოაჩინოთ ფოტოგადაღებისას.

  • არ შესწიოთ ლოყები

    თუ არ გინდათ ლოყებზე აქცენტის გაკეთება, უბრალოდ სამი მეოთხედით შეაბრუნეთ სახე და ენა სასაზე მიიჭირეთ.

  • ისწავლეთ თვალების ლამაზად მოჭუტვა

    გაფართოებული თვალები და აჭიმული წარბები გაოცებულის, ხანდახან კი შეშფოთებულის გამომეტყველებას განიჭებთ. ფოტოსესიისას ეცადეთ, ოდნავ მოჭუტოთ თვალები - ეს მეტ მიმზიდველობას და თავდაჯერებულობას მიანიჭებს თქვენს მზერას.

  • ნუ დაიბღვირებით

    ამით მარტო შემაშფოთებლად კი არ გამოიყურებით, ცხვირიც უფრო გრძელი ჩანს! ჯობს, პირდაპირ შეხედოთ კამერას.

  • ასწიეთ ნიკაპი

    თუ გვერდიდან იღებთ ფოტოს, ოდნავ ასწიეთ ნიკაპი, ეს თქვენს სახეს სხვანაირ გამომეტყველებას შესძენს. ამ მარტივი ხრიკის წყალობით ლოყები და ყელი უფრო თხელი გამოჩნდება.

  • ნუ დაბუშტავთ ტუჩებს

    თუ კამერას ჰაეროვან კოცნას უგზავნით, შესაძლებლობების ზღვარზე ნუ იმოქმედებთ, თორემ ვინმეს ეგონება, ბაბუაწვერას უბერავთ სულს.

  • ბუნებრივად გაიღიმეთ

    ნაზი, თავშეკავებული ღიმილი გაცილებით სასიამოვნოს ხდის ფოტოზე თქვენს ნაკვთებს, ვიდრე თავშეუკავებელი სიცილი, რომელიც ნებისმიერ ნაოჭს ხაზგასმით წარმოაჩენს.

    და დაიხსომეთ - ფოტო პორტრეტის ხარისხი მთლიანად ფოტოგრაფზეა დამოკიდებული!