ეფექტური ხაფანგი, რომელიც ფუტკრებთან და ბზიკებთან დაკავშირებულ პრობლემებს დაგავიწყებთ!

ეფექტური ხაფანგი, რომელიც ფუტკრებთან და ბზიკებთან დაკავშირებულ პრობლემებს დაგავიწყებთ!
ფუტკრები და ბზიკები თქვენ აღარანაირ საფრთხეს შეგიქმნიან, თუ ამ მარტივ და ეფექტურ ხერხს გამოიყენებთ! ჩვენი დღევანდელი რჩევა განსაკუთრებით გამოადგებათ იმ ადამიანებს, რომელთაც მწერების ნაკბენზე ალერგია აქვს. ყველაფერი, რაც თქვენ ამ ხაფანგის დასამზადებლად დაგჭირდებათ - შაქარი, მცირეოდენი თაფლი და უბრალო პლასტმასის ბოთლია. თაფლისა და შაქრის ნაცვლად თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპოტი, მურაბა, დამპალი ქლიავი, ალუჩა და ა.შ.

[b]1. მოაჭერით პლასტმასის ბოთლს თავი.

ეფექტური ხაფანგი, რომელიც ფუტკრებთან და ბზიკებთან დაკავშირებულ პრობლემებს დაგავიწყებთ!

2. აი რა გამოგივათ!



3. გადაჭრილი ბოთლის ფართო ნაწილში ჩაამატეთ თაფლი და შაქარი.



4. ბოთლის თავი ჩადეთ მის ქვედა ნაწილში ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები და აი ისინიც ხაფანგში არიან გამომწყვდეულები!




გთავაზობთ ვიდეოს, რათა თვალნათლივ იხილოთ, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს ჩვენს მიერ შემოთავაზებული ხაფანგი. გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც შეძლონ თავის დაცვა ფუთკრებისა და ბზიკებისგან.

სტატიის ავტორი: ბაჩო სამხარაძე