პლასტმასის ბოთლი, წყყალი, ბანანი და საიდუმლო ინგრედიენტი - ზაფხული მწერების გარეშე!

პლასტმასის ბოთლი, წყყალი, ბანანი და საიდუმლო ინგრედიენტი - ზაფხული მწერების გარეშე!
რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი საშინელება, ვიდრე სახლში მწერების მომრავლებაა? ისინი გვიფუჭებენ პროდუქტებს, გვკბენენ და არ გვაძლევენ დაძინებისა და მოსვენების საშუალებას...

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ დაივიწყოთ სამუდამოდ სახლში მწერების, განსაკუთრებით კი კოღოების არსებობის შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ეს ხრიკი თქვენთვის გამოსადეგარი იქნება...

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 1 ბანანი;
  • წყალი;
  • შაქარი;
  • პლასტმასის ბოთლი;
  • მაკრატელი;

1. გამოიყენეთ მაკრატელი, რათა მოაჭრათ ბოთლს ზედა ნაწილი.



2. ჩაყარეთ გადაჭრილ ბოთლში იმ რაოდენობით შაქარი, რომ მან ძირი მთლიანად დაფაროს.



3. დააქუცმაცეთ ნახევარი ბანანი, ჩაამატეთ ის ბოთლში და დაასხით მცირეოდენი წყალი.



4. დაამაგრეთ ბოთლის ზედა ნაწილი ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.



5. უკვე რამდენიმე დღის შემდეგ თქვენი ხაფანგი მიახლოებით აი ასეთი იქნება:



ცნობისთვის, ეს ხაფანგი გამოდგება არა მხოლოდ კოღოების, არამედ ბზიკების, ფუტკრებისა და ბუზების მოსაშორებლად.