ეს გენიალური ქალი პლასტმასის ძველ ბოთლებს იყენებს ავეჯის დასამზადებლად!

ეს გენიალური ქალი პლასტმასის ძველ ბოთლებს იყენებს ავეჯის დასამზადებლად!
მიკაელა პედროსი - სოციალური და ჰუმანიტარული დიზაინერია ლონდონიდან. გოგონა შთაგონებულია დემოკრატიული დიზაინის ფასეულობებითა და კულტურით ”შექმენი საკუთარი ხელებით”, ცდილობს შეიტანოს თავისი წვლილი საზოგადოების განვითარებაში.

მიკაელამ უნივერსალური ხერხი იპოვა, თუ როგორ დაამზადოს მრავალფეროვანი ავეჯი ლურსმნების გარეშე, ჩვეულებრივი პლასტმასის ბოთლების მეშვეობით.

დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ პლასტმასის გამოყენების ტექნიკას მსგავსი ფურნიტურის დასამზადებლად.

ავეჯი ბოთლებისგან

ასეთი ტაბურეტის დასამზადებლად, დაგჭირდებათ პლასტმასის ბოთლი, ხის რამდენიმე ნაჭერი და სამშენებლო ფენი.

ბოთლს თავი და ბოლო უნდა მოაჭრათ.

შეაერთეთ ხის ნაჭრები პლასტმასის მილის მეშვეობით და გააცხელეთ ფენით.

პლასტმასი მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ იკუმშება და სამუდამოდ აერთებს ხის ნაჭრებს.

საკმაოდ მყარი საგანი გამოდის. ესთეტიური ხარისხი კი შეიძლება ყველას არ მოეწონოს. მიკაელას ეს ესმის. მისი მთავარი მიზანია, შესანიშნავი იდეა გაუზიაროს ხალხს.

თუ დიზაინზე ვიმუშავებთ, საკმაოდ სიმპათიური ტაბურეტი გამოვა!

იხილეთ ვიდეო:

არც თუ ისე ჩვეულებრივი სანახაობაა, ერთი შეხედვით. შემოქმედებამ ხომ საზღვრები არ იცის. მაგრამ დაგვეთანხმეთ, პლასტმასის გამოყენების იდეა საკმაოდ საინტერესო და აქტუალურია!