რა სარგებელი მოაქვს დღეში ერთ ბაკალ წითელ ღვინოს თქვენი ფსიქიკური მდგომარეობისთვის?
ინტერნეტში შესაძლებელია მიაგნოთ ნებისმიერი სახის ინფორმაციას სხვადასხვა პროდუქტის შესახებ, თუმცა რამდენად შეესაბამება თქვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია სიმართლეს, ეს კიდევ საკითხავია. მაგალითად, დღეს შესაძლოა წაიკითხოთ, რომ შოკოლადი ახანგრძლივებს სიცოცხლეს, თუმცა ხვალ მიაგნოთ სრულიად სხვა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ეს პროდუქტი მავნებელია. რაც შეეხება წითელ ღვინოს, ადამიანების უმრავლესობა ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ამ სასმელს მხოლოდ სარგებელი მოაქვს ჩვენი ორგანიზმისათვის, თუმცა რა თქმა უნდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მივიღებთ მას ზომიერად.
უკანასკნელი კვლევები გვიჩვენებს, რომ ყოველდღიურად ერთი ბაკალი წითელი ღვინის მიღებას შეუძლია შეგვინარჩუნოს ჯანმრთელი, ჯანსაღი ტვინი 7,5 წლით უფრო დიდხანს, ვიდრე ჩვეულებისამებრ.
მკვლევარებმა აშშ_ს სამედიცინო უნივერსიტეტიდან შეიმუშავეს დიეტა სახელწოდებით ''MIND'', რომელიც ჩვენს ორგანიზმს ეხმარება კოგნიტური ფუნქციის შენარჩუნებაში.
ამ დიეტის ფარგლებში უნდა მიირთვათ: დიდი რაოდენობით მწვანილი, ბოსტნეული, პარკოსანი მცენარეები, თხილი, ქათამი, თევზი და ერთი ჭიქა წითელი ღვინო ყოველდღიურად.
მეცნიერებმა ეს დიეტა შეამოწმეს 960 მოზრდილ ადამიანზე, რომელთა ასაკი მერყეობდა 60 დან 80 წლამდე. ხუთი წლის განმავლობაში თითოეულმა მათგანმა გასაოცარ შედეგებს მიაღწია: ადამიანებს, რომლებიც პატიოსნად იცავდნენ ამ დიეტას, ტვინის აქტივობა გაცილებით უფრო ნელა უქვეითდებოდათ, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც არღვევდნენ მოცემული კვების რაციონს.
ჩვენ ვერ დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ რეგულარულად წითელი ღვინის მიღება თქვენს ტვინს სიჯანსაღეს შეუნარჩუნებს, თუმცა ერთს დანამდვილებით გეტყვით, რომ ამ სასმლის მცირე დოზა არ გავნებთ!