პლასტიკურმა ქირურგმა დედაჩემს ერთი საოცარი ნიღბის შესახებ უამბო. შედეგმა სასიამოვნოდ გამაოცა

პლასტიკურმა ქირურგმა დედაჩემს ერთი საოცარი ნიღბის შესახებ უამბო. შედეგმა სასიამოვნოდ გამაოცა
ყველამ კარგად ვიცით, რომ წითელი ღვინის მიღება მცირე ულუფებით სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის, თუმცა გარდა ამისა, მოცემული პროდუქტის გამოყენება კოსმეტიკური მიზნებისთვისაც შეგვიძლია. დიახ, არ მოგესმათ, წითელ ღვინოს საოცრად დადებითი გავლენა აქვს ჩვენს კანზე. მეტიც, ზოგიერთი ადამიანი მას ახალგაზრდობის ელექსირს უწოდებს.

დედაჩემს ბავშვობის მეგობარი ყავს, რომელიც დღეს პლასტიკურ ქირურგად მუშაობს. მან კანის შესახებ პრაქტიკულად ყველაფერი იცის. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ქირურგმა და ჩვენი ოჯახის კარგმა მეგობარმა ერთი საოცარი საშუალების შესახებ გვიამბო, რომელიც სახის კანს რამდენიმე წლით აახალგაზრდავებს. მოცემული საშუალება არა მხოლოდ აგლუვებს ნაოჭებს, რამაედ აჩქარებს კანის საფარში მიმდინარე რეგენერაციის პროცესებს.



თითოეულ ქალბატონს სურს, შეიტყოს საიდუმლო, თუ როგორ შეუნარჩუნოს კანს ახალგაზრდობა კოლოსალური ძალისხმევის გარეშე. საშუალება, რომელსაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ, საკუთარ თავზე გამოვცადე და მიღებულმა ეფექტუმა სასიამოვნოდ გამაოცა. დაახლოებით 2 კვირაში დადებითი ცვლილებები უკვე თვალსაჩინო იყო...

წითელი ღვინო აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და წმენდს ფორებს. კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია ყოველ 3 დღეში 1-ხელ სახის წითელი ღვინით დაბანა. რა თქმა უნდა, უმჯობესია სახლში დამზადებული ღვინის გამოყენება, რათა მის ნატურალურობაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ქიმიური ნივთიერებებით გაჯერებულმა პროდუქტმა შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს თქვენს კანზე.

სპეციალური ნიღაბი სახის კანის გასაახალგაზრდავებლად

ინგრედიენტები:

  • 4 ს.კ. წითელი ღვინო;
  • 1 ჩ.კ. რძე;
  • მცირეოდენი ფქვილი.

ინსტრუქცია:

  1. შეურიეთ მოცემული რაოდენობით წითელი ღვინო და ნატურალური რძე ერთმანეთში. მიღებულ ნარევში ჩაამატეთ იმ რაოდენობით ფქვილი, რომ მიიღოთ ფაფისებრი მასა. წაისვით ის სახის კანზე, გაიჩერეთ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

    წითელი ღვინო, რომელიც მოცემული რეცეპტის მთავარ ინგრედიენტს წარმოადგენს, არაჩვეულებრივად წმენდს კანს, გვაშორებს მკვდარ უჯრედებს და ატონიზირებს მას.



  2. რძე - სუპერპროდუქტი ჩვენი კანისთვის. მის შემადგენლობაში 3 000-მდე სასარგებლო კომპონენტია, მათ შორის: ამინომჟავები, ვიტამინები, მინერალები და ა.შ. რძემჟავა, რომელსაც ჭარბად შეიცავს ეს პროდუქტი, არაჩვეულებრივად ატენიანებს კანს.



  3. პროცედურის ჩატარების შემდეგ რეკომენდებულია დამატენიანებელი კრემის წასმა. გაიკეთეთ სახის ეს ნიღაბი საღამოს, დაძინებამდე ერთი საათით ადრე. კანის გასაახალგაზრდავებლად და მისი დაბერების პროცესის შესანელებლად საკმარისია მოცემული პროცედურის კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ ჩატარება.



გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!