11 ყველასათვის საყვარელი და პოპულარული პროდუქტი, რომელთაც შეუმჩნევლად მივყავართ ჭარბწონიანობამდე!

11 ყველასათვის საყვარელი და პოპულარული პროდუქტი, რომელთაც შეუმჩნევლად მივყავართ ჭარბწონიანობამდე!
1. სიმინდის ფანტელები



თქვენ ალბათ ყოველდღიურად ხედავთ უამრავ რეკლამას სპორტული აღნაგობის ქალბატონების მონაწილეობით, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ყოველ დილას სიმინდის ფანტელების ჭამა რძესთან ერთად ძალზედ სასარგებლოა, თუმცა რა გავლენას ახდენს ეს პროდუქტი ჩვენს ფიგურაზე? სინამდვილეში ფანტელების სტანდარტული პორცია, რომელიც უდრის ნახევარ ჩაის ჭიქას, შეიცავს 37 გრამ შაქარს, რაც უკვე აღემატება შაქრის დოზის ყოველდღიურ ნორმას...

2. შოკოლადები და კანფეტები



შოკოლადი და კანფეტები - ჭამის ყველაზე მარტივი და სწრაფი ვარიანტი, როდესაც არ გვაქვს საკმარისი დრო, თუმცა ძალიან გვშია. დღეს შოკოლადის ფილა, ხვალ კანფეტები, ზეგ ისევ შოკოლადი და სულ რაღაც 1 კვირაში საყვარელ ჯინსის შარვალში ვერ ვეტევით, რადგან ჩვენი საყვარელი პროდუქტები, როგორებიცაა მარსი და სნიკერსი, შეიცავენ ძალზედ დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს. ერთი საშუალო ზომის შოკოლადი, რომლის წონაც 55 გრამს შეადგენს, შეიცავს 27,5 გრამ შაქარს, რაც დაახლოებით 6-7 ჩაის კოვზი შაქრის ტოლფასია.

3. იოგრუტი და სხვა რძის ნაწარმი



დიეტოლოგების უმრავლესობა ადამიანებს ურჩევს, რომ მათ საკუთარ დიეტაში და კვების ყოველდღიურ რაციონში ჩართონ იოგურტი, კეფირი, ხაჭო და ა.შ, თუმცა ეს რეკომენდაციები მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ზემოთ ჩამოთვლილი ეს პროდუქტები ნატურალურია და მათ არ აქვთ სპეციალური არომატები დამატებული. აი მაგალითად, ყველა ადამიანისთვის საყვარელი ''აქტივიას'' 290 გრამიანი ბოთლი შეიცავს 6 ჩაის კოვზ შაქარს...

4. პეპსი და კოკა-კოლა



ჩვენ გვიყვარს ეს პროდუქტები, რადგან ისინი კლავენ წყურვილს და ახშობენ შიმშილს, თუმცა ორივე ეფექტი ძალზედ მცირე დროით მოქმედებს და 10-15 წუთში ჩვენ კვლავ გვწყურია და გვშია. აი ასე შეუმჩნევლად ხვდება ჩვენს ორგანიზმში ზედმეტი კალორიები, რასაც საბოლოო ჯამში კატასტროფულ შედეგებამდე მივყავართ. იცოდით, რომ პეპსის პატარა, 0,33 ლიტრიანი ქილა შეიცავს 8 კოვზ შაქარს, ხოლო იგივე ზომის კოკა-კოლის ქილა - 7 ჩაის კოვზ შაქარს.

5. M&M'S



''რა შეიძლება მოჰყვეს ''M&M'S''_ის ერთი პატარა შეფუთვის ჭამას?'' - ჩვენ ძალიან ხშირად ვიმშვიდებთ თავს მსგავსი კითხვებით, თუმცა იმედი უნდა გაგიცრუოთ, რადგან ამ ფერადი კანფეტების 100 გრამიანი შეფუთვა შეიცავს 472 კალორიას და 45 გრამ შაქარს, რაც 6 ჩაის კოვზი შაქრის ტოლფასია.

6. ნუტელა



ძალიან პოპულარული საუზმე - რამდენიმე პურის ნაჭერზე გადასმული ''Nutella''. რა საფრთხეს შეიძლება გვიქმნიდეს ამ პროდუქტის მიღება? მოდი თვალი შევავლოთ მის ეტიკეტს: შაქარი, პალმის ზეთი, თხილი, კაკაო, მშრალი რძე, ლეციტინი, ვანილი და ა.შ. ''Nutella'' ძალზედ კალორიული პროდუქტია, რადგან მისი 70% შედგება ცხიმებისა და შაქრისგან. სულ რაღაც 2 ჩაის კოვზი ყველასათვის საყვარელი პროდუქტი შეიცავს 200 კალორიას და 21 გრამ შაქარს.

7. რძიანი ყავა



ძალიან პოპულარული სასმელი, რომელსაც უამრავი ადამიანი მიირთმევს ყოველდღიურად. იცოდით, რომ სინამდვილეში ერთი საშუალო, 20 გრამიანი რძიანი ყავის პორცია შეიცავს 70 კალორიასა და 10 გრამ შაქარს?

8. კეტჩუპი



მოულოდნელია, არა? რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ცხარე კეტჩუპიც კი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს. ყველასათვის საყვარელი სოუსის 100 გრამიანი პორცია შეიცავს 20-30 გრამ შაქარს.

9. დაფასოებული წვენები



ჩვენ ბავშვობიდან ვიცით, რომ წვენები - არა მხოლოდ გემრიელია, არამედ სასარგებლოც ჩვენი ორგანიზმისთვის, თუმცა ეს ინფორმაცია ნამდვილად არ შეესაბამება დაფასოებულ წვენებს, რადგან ისინი საკმაოდ დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავენ. აი მაგალითად, 350 გრამი ყურძნის წვენი შეიცავს 58 გრამ შაქარს, ვაშლის წვენი - 39 გრამს, ხოლო ალუბლის - 37 გრამ შაქარს.

10. ენერგეტიკული სასმელები



როგორ მოვიქცეთ, როდესაც გვეძინება, თუმცა წინ ხანგრძლივი სამუშაო გველის? ასეთ შემთხვევაში ჩვენ ძალიან ხშირად მივმართავთ ენერგეტიკულ სასმელებს, თუმცა მათი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე საგანგაშო და სავალალოა! ამ პროდუქტის გადაჭარბებული დოზით მიღების შემთხვევაში შესაძლებელია არტერიული წნევის ზრდა და სისხლში შაქრის შემცველობის ზრდა. ცნობისთვის ''Red Bull"_ის საშუალო პროცია შეიცავს 27 გრამ შაქარს და ორი აზრი არაა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ამ სასმლის დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა ჭარბწონიანობამდე მიგვიყვანოს.

11. ალკოჰოლური სასმელები



იცოდით, რომ მცირე რაოდენობით ალკოჰოლის მიღებაც კი გვიღვივებს მადას და გვიკარგავს თავშეკავების უნარს? არსებობს ისეთი სასმელებიც, რომლებშიც შაქრის შემცველობა განსაკუთრებით მაღალია. აი მაგალითად 100 მილილიტრი ტეკილა შეიცავს 2 ჩაის კოვზ შაქარს, ერთი ჭიქა თეთრი ღვინო - 6 გრამ შაქრას, ხოლო ტკბილი კოქტეილის ერთი პორციაში იმდენივე რაოდენობით კალორია და შაქარია, რამდენიც ნამცხვრის ერთ დიდ ნაჭერში.