აი რატომ არ მუშაობს დიეტები! სასმელების მიღების 8 წესი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვათ

აი რატომ არ მუშაობს დიეტები! სასმელების მიღების 8 წესი, რომელიც აუცილებლად  უნდა დაიცვათ
სასმელები დიეტის დროს

ხშირ შემთხვევაში დიეტები სასურველ შედეგს ვერ გვაძლევს, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს არასწორად შერჩეული ინდივიდუალური რაციონი. როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ უკვე რამდენიმე სახის დიეტა გამოვცადეთ, თუმცა წონას მაინც ვერ ვიკლებთ? ამ დროს აუცილებელია დავუთმოთ საკმარისი ყურადღება სასმელებს, რომელთაც დიეტის დაცვის პარალელურად ვიღებთ.

თუნდაც 1 კოვზი შაქარი ჩაიში აფერხებს წონის კლების პროცესს. ახლა კი წარმოიდგინეთ გაზირებული უალკოჰოლო სასმელები, რომლებიც ასე ძალიან გვიყვარს. ხვდებით, თუ რა გავლენა აქვს მსგავს სასმელებს ჩვენს ფიგურაზე? უბრალო სასმელი წყალიც კი, რომელსაც ჭამის დროს ვიღებთ, აფერხებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გარკვეული წესების დაცვა წონის დაკლების თითოეული მცდელობის დროს.

8 სასმელი, რომელსაც გავლენა აქვს ჩვენს წონაზე:

1. ახლადგამოწურული ნატურალური წვენები
დიდი რაოდენობით ნატურალური წვენები მავნებელია ჩვენი ფიგურისთვის, რადგან ისინი შაქარს შეიცავს. თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ დღეში მაქსიმუმ 1 ჭიქა ნატურალური წვენი, რომელიც წყლითაა განზავებული.

2. ყავა
მიირთვით ყავა უცხიმო რძესთან ერთად დღის განმავლობაში არაუმეტეს სამი ფინჯანისა. არასდროს მიატანოთ ყავას ორცხობილა და ტკბილეული.

3. რძე
დაიმახსოვრეთ, რომ რძე სუფთა სახით ანელებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. ყოველთვის ჩაამატეთ ის ჩაიში, ყავაში ან სხვადასხვა კოქტეილებში.

4. ჩაი
მწვანე ჩაი შეგიძლიათ მიირთვათ უშაქროდ განუსაზღვრელი რაოდენობით, რადგან ის ხელს გვიწყობს წონის დაკლებაში. რაც შეეხება შავ ჩაის, მასში ჩვენი ფიგურისთვის სასარგებლო არაფერია.

5. ალკოჰოლი
სასმელებში, რომლებიც ალკოჰოლს შეიცავს, ძალიან ბევრი კალორიაა. გარდა ამისა, ალკოჰოლური სასმელები განაპირობებს ორგანიზმის გაუწყლოებას, რაც უარყოფითად აისახება არა მხოლოდ ჩვენს ფიგურაზე, არამედ ჯანმრთელობაზეც კი. თუ თქვენ დიეტას იცავთ და წონის დაკლება გსურთ, შეგიძლიათ მიირთვათ მხოლოდ 2 ან 3 ჭიქა მშრალი ღვინო, რომელიც წყლითაა განზავებული.

6. იოგურტი
პროდუქტი, რომელიც ყველას ასე ძალიან გვიყვარს, შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, არომატიზატორებსა და კონსერვანტებს.

7. ენერგეტიკული სასმელები
გარდა იმისა, რომ ენერგეტიკული სასმელები შეიცავს წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით შაქარს, ის აიძულებს ორგანიზმს გამოიყენოს ენერგიის მთელი მარაგი. ენერგეტიკული სასმელების მოქმედების გასვლის შემდეგ თავს იჩენს დეპრესია და უძილობა, რაც უარყოფითად აისახება ჩვენს ფიგურაზე და ჯანმრთელობაზე.

8. ნატურალური წვენები
ეს სასმელები შეიცავს კონსერვანტებს, რომლებიც ანეიტრალებს ახლადგამუწურულ წვენში არსებულს სასარგებლო ნივთიერებებს. შედგენილობა, რომელიც ამ წვენების შეფუთვაზეა მითითებული, ძალზედ საეჭვოა, რადგან ჩვენ არ ვიცით ხილის ხარისხი, რომლისგანაც ასეთი სასმელები მზადდება.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს 8 რჩევა, რომელიც დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქციამ შემოგთავაზათ, რათა სხვადასხვა დიეტებმა შესაფერისი შედეგი გამოიღოს. არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება!