მივესალმებით სტრიებსა და ცელულიტებს: ზომა პლიუსის მოდელის თამამი სარეკლამო კამპანია ყოველგვარი შელამაზების გარეშე!

მივესალმებით სტრიებსა და ცელულიტებს: ზომა პლიუსის მოდელის თამამი სარეკლამო კამპანია ყოველგვარი შელამაზების გარეშე!
სხეულის პარამეტრებით 90-60-90 დღეს ძალიან ცოტა ადამიანს თუ გააკვირვებთ, რასაც ვერ ვიტყვით ზომა პლიუსის მოდელებზე, რომლებიც სულ უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობენ და მოდის ინდუსტრიას თავდაყირა აყენებენ. მაგალითად, საცურაო კოსტიუმების კომპანია ''Swimsuits For All" (საცურაო კოსტუმები ყველასთვის), წავიდა სხეულის ''იდეალური ფორმების'' კონცეპციის წინააღმდეგ, რომელსაც უამრავი უამრავი თანამედროვე ბრენდი უწევს პროპაგანდას. დღეისათვის შექმნილი წარმოდგენა სხეულის იდეალური ფორმების თაობაზე მცდარია და ის უამრავ ქალბატონს აიძულებს, რომ თავი იგრძნოს არასრულფასოვნად, რაც საგრძნობლად მოქმედებს მათი თვითშეფასების მაჩვენებელზე.



კომპანია ''Swimsuits For All"_ის ახალი რეკლამა ქალბატონებს მოუწოდებს იმისაკენ, რომ მათ არ შერცხვეთ საკუთარი სხეულის, თუნდაც ის ძალზედ შორს იყოს იდეალურობისგან. კომპანიამ თავის რეკლამაში გადასაღებად მიიწვია ზომა პლიუსის მოდელი, დენის ბიდოტი (Denise Bidot), რომელიც პლიაჟზე თამამად დემონსტრირებს საკუთარ ლამაზ სხეულს.

მივესალმებით სტრიებსა და ცელულიტებს: ზომა პლიუსის მოდელის თამამი სარეკლამო კამპანია ყოველგვარი შელამაზების გარეშე!


სარეკლამო კამპანიის მთავარ სლოგანს წარმოადგენს: ''პლიაჟის სხეული: მე არაფრის უნდა მცხვენოდეს''. სწორედ ამიტომ ზომა პლიუსის მოდელი თამამად დემონსტრირებს თავის სხეულს, ჭარბ წონასა და ცელულიტებს. თვითონ დენისმა განაცხადა: ''ჩვენი მისიაა, ქალბატონები დავარწმუნოთ, რომ მათ არ უნდა სცხვენოდეთ საკუთარი სხეულის, უნდა იყვნენ თავდაჯერებულები და იგრძნონ თავი მაქსიმალურად სექსუალურად''.




და როგორია თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით?