როგორ შეიცვალა წარმოდგენა სილამაზის შესახებ უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში? (22 ფოტო)

როგორ შეიცვალა წარმოდგენა სილამაზის შესახებ უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში? (22 ფოტო)
1910_იანი წლები: გიბსონის გოგონები




გიბსონის გოგონები - ქალური სალამაზის იდეალი, რომელიც შექმნა ამერიკელმა ილუსტრატორმა ჩარლზ გიბსონმა მე-19 - მე-20 საუკუნის გასაყარზე. გიბსონის გოგონა იყო მაღალი, გამხდარი, წვრილწელიანი, დიდ მკერდიანი და ფართო ბრაძაყების მქონე ქალბატონი. ქვიშის საათის ფორმის სხეულის მიღწევა შესაძლებელი იყო კორსეტის დახმარებით, თუმცა ეს ყველაფერი რაღაც დაავადებას, ავადმყოფობას უფრო წააგავდა, ვიდრე სილამაზეს...

1920_იანი წლები: ფლეპერი




ათი წელი კორსეტებში გამოწყობილმა ქალბატონებმა ცოტაოდენი თავისუფლება მოისურვეს და სწორი, დაშვებული კაბების მოხმარებაზე გადავიდნენ. იმ დროისათვის სხეულის იდეალურ ფორმად ითვლებოდა ბრტყელი მკერდი და თეძოების პრაქტიკულად არ ქონა. მთლიანობაში იმ დროინდელი ლამაზი ქალბატონების სხეულის ფორმები ძალიან დამსგავსა მამაკაცის სხეულის ფორმებს.

1930_იანი წლები: ქვიშის საათი



ქვიშის საათის სხეულის ფორმა კვლავ დაბრუნდა მოდაში გასული საუკუნის 30_იან წლებში, რაშიც საკმაოდ დიდი დამსახურება და წილი მიუძღვით მეი უესტსა და ჯინ ჰარლოუს, რომლებიც დღემდე ითვლებიან ყველა თაობისა და საუკუნის სექს სიმბოლოებად.

1940_იანი წლები: ქალურობა და ძალაუფლება



გამომდინარე იქიდან, რომ 40_იან წლებში მეორე მსოფლიო ომის გამო ქალბატონებმა მუშაობა დაიწყეს, მათ ჩამოუყალიბდათ მკვრი სხეულის ფორმები და ფართო მხრები.

1950_იანი წლები: სხეულის რბილი ფორმები


როგორ შეიცვალა წარმოდგენა სილამაზის შესახებ უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში? (22 ფოტო)

გასული საუკუნის 50_იან წლებში მოდაში კვლავ დაბრუნდა სხეულის ეგრედწოდებული ''წვნიანი'', რბილი ფორმები. ამ დროისათვის ყველაზე პოპულარები იყვნენ ქალბატონები დიდი მკრედით, წვრილი წელითა და ფართო თეძოებით. იმ დროინდელ სექს სიმბოლოებად შესაბამისად ითვლებიან: ელიზაბეტ ტეილორი, მერლინ მონრო, დოროტი დენდრიჯი და ა.შ.

1960_იანი წლები: სიგამხდრე




60_იან წლებში ქალური სილამაზის ნორმები რადიკალურად შეიცვვალა და მოდაში შემოვიდა ანდროგენული გარეგნობა. ამ დროინდელ ლამაზმანებს საერთოდ არ ჰქოდათ სხეულის გამოკვეთილი ფორმები და ძალიან წააგავდნენ მოზარდ ბიჭუნებს. 60_იანი წლების ყველაზე პოპულარული და მისაბაძი ქალბატონი გახლდათ გამხდარი მოდელი ტვიგი, რომელიც სხვა უამრავი ქალბატონისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა.

1970_იანი წლები: ძვალი და ტყავი




70_იან წლებში ქალბატონების მიზანს წარმოადგენდა ავადმყოფური სიგამხდრის მიღწევა. მათ აუცილებლად უნდა ჰქონოდათ ფართე მხრები, წვრილი წელი და თეძოები.

1980_იანი წლები: გაუმარჯოს აერობიკას




80_იანი წლები ითვლება სუპერმოდელების აღზევების პერიოდად, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ აერობიკითა და სირბილით. რაც შეეხება სილამაზის ნორმებს, ამ დროს დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ქალბატონები გრძელი, სწორი ფეხებითა და სპორტული აღნაგობით.

1990_იანი წლები: ჰეროინზე დამოკიდებულება




იმ დროინდელი ჟურნალების ყდებზე დომინირებდნენ კეიტ მოსის სტილის ქალბატონები. 90_იანი წლების ლამაზმანებად ითვლებოდნენ ზედმეტად გამხდარი ქალბატონები, რომლებიც ერთი შეხედვით ჰეროინზე დამოკიდებულ ადამიანებს ჰგვანდნენ, რის გამოც ისინი ბევრი ადამიანის კრიტიკის ობიექტებად იქცეოდნენ.

2000_იანი წლები: სპორტი, სპორტი, სპორტი



2000_იანი წლების ქალბატონების მიზანს სპორტული აღნაგობის მიღწევა წარმოადგენდა. მათი სურვილი გახლდათ სხეულის ისეთი ფორმების მოპოვება, რომელიც ბიკინში ძალიან ლამაზად და სექსუალურად გამოიყურება. მიუხედავად ამისა ეს ქალბატონები დღევანდელი გადმოსახედიდან მაინც საკმაოდ გამხდრები იყვნენ.

თანამედროვე მსოფლიო: საჯდომი!




2010_იან წლებში ქალბატონებმა გადაწყივტეს დამსგავსებოდნენ ლათინოამერიკელ ლამაზმანებს და დაიწყეს საკუთარ საჯდომზე ზრუნვა. რაც უფრო დიდი და რბილია საჯდომი, მით უკეთესია - აი რა წარმოადგენს დღევანდელი ქალბატონების დევიზს.