"არ გამაგიჟოთ, რას მეუბნებით... მარტო ვმუშაობ მეორე დღეა!"- თამაზ ელიზბარაშვილის ემოციური ზარი "რეაქციაში"
გადაცემა "რეაქციის " მსვლელობის დროს სტუდიაში თამაზ ელიზბარაშვილმა დარეკა. მან გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაცია - მერიის მიერ მისთვის ტერიტორიის შეთავაზების თაობაზე - უარყო და განაცხადა, რომ მასთან ამ წინადადებით არავინ მისულა. ელიზბარაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სვანიძის ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოები შეღამებისთანავე წყდება და ის ყოველღამე მარტო მუშაობს.