"პატრულებს ხშირად ვაგოიმებ, ვაგინე და გამიშვეს რა," - ეკა ყუშიტაშვილი

"პატრულებს ხშირად ვაგოიმებ, ვაგინე და გამიშვეს რა," - ეკა ყუშიტაშვილი
"პატრულებს ხშირად ვაგოიმებ, ვაგინე და გამიშვეს რა,"- ეს განცხადება ეკა ყუშიტაშვილმა "კურიერთან" საუბრისას სკანდალური ვიდეოების გავრცელების შემდეგ გააკეთა.

ყუშიტაშვილი აცხადებს, რომ ის არ იცნობს საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნებს და ტყუილს ამბობდა ამ ვიდეოშიც და სხვა დროსაც.

"აი, მართლა მომეშალა ნერვები და მომაწვა. პატრული მაიძულებს, რომ აგინო და მე გამოვედი ცუდი. დასაცინი გამოვედი ამ ვიდეოთი. ყველა, ვინც უსამსახუროდ დარჩა, პატრულში მუშაობს. ხშირად ვაგოიმებ ხოლმე, რომ ვეუბნები, ცინარიძეს ვურეკავ-მეთქი, იჯერებენ. ამ დროს ძმაკაცს ვურეკავ ხოლმე," - განაცხადა ეკა ყუშიტაშვილმა.

კითხვაზე, თუ ის არ იცნობდა ყუშიტაშვილს, მაშინ როგორ გაიგეს მისი სატელეფონო ზარის შესახებ სადისპეტჩეროში, მას პასუხი არ აქვს და იცინის.

"არ ვიცი, როგორ და რანაირად გაიგეს. უბრალოდ, გავრცელდა. ეტყობა, გულმა უგრძნოთ. ფაქტია, გამომიშვეს. პროსტა, ძაან ვაგინე და, ეტყობა, იფიქრეს გიჟიაო," - განაცხადა ყუშიტაშვილმა.

სტატიის წყარო:Rustavi2