"როცა მამა ვერ აკმაყოფილებს ოჯახის მოთხოვნებს, აქედან ჩნდება გაღიზიანება" - ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიიჩნევს, რომ აგრესიულმა დამოკიდებულებამ იმატა, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ საერთო მდგომარეობა. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, ოლიკო ბაბლუანის საავტორო გადაცემაში - "მშვიდობით იარაღო" განაცხადა.
"რთული პრობლემები დგას კაცობრიობის, ჩვენ წინაშე. ხალხს არ აქვს სამუშაო ადგილები, მაგრამ მე მაინც იმედით ვუყურებ მომავალს. მამაკაცებს რატომ უჩნდებათ აგრესია?! ოჯახს თავისი მოთხოვნილება აქვს, მეუღლე და შვილი თავისას ითხოვენ. მამა ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას და აქედან ჩნდება ეს გაღიზიანება. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ თუ ადამიანს უნდა სამუშაო, მუდამ იშოვის", - განაცხადა პატრიარქმა. უწმინდესი დარწმუნებულია, რომ თანდათან შენელდება აგრესია და ეს ბევრად დამოკიდებულია სარწმუნოებაზე.