"გურიელიძეს ხელი არ ახლოთ!... გადადგეს ეს მთავრობა!... შეაწმინდეს ხელი ამ კაცს!..." - ცნობილები ზოოპარკის დირექტორს ექომაგებიან

"გურიელიძეს ხელი არ ახლოთ!... გადადგეს ეს მთავრობა!... შეაწმინდეს ხელი ამ კაცს!..." - ცნობილები ზოოპარკის დირექტორს ექომაგებიან
ლაგუნა-ვერესთან დღეს დატრიალებული ტრაგედიისა და მოგვიანებით ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელებში საპროტესტო კომენტარები არ წყდება. მოქალაქეები მომხადრში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და, გურიელიძეზე პასუხისმგებლობის დაკისრების გამო, მთავრობას აკრიტიკებენ. სოციალურ ქსელში ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერი აქცია დაიგეგმა - ამ წუთებში კანცელარიასთან ათეულობით მომიტინგეა შეკრებილი.

გოგოლა კალანდაძე, მსახიობი:
"გადადგეს ეს მთავრობა!!!! ვინც არ მეთანხმებით, ძალიან გთხოვთ, ამომშალეთ!!!!!!!!!!!!!"

ირაკლი კაკაბაძე, უფლებადმაცველი:
"მთავრობა სამარცხვინოდ იქცევა - მისი მეთაური, საუბედუროდ, ისევ ჩერჩეტის როლში გვევლინება - და დღეს სამწუხაროდ მისმა ჩერჩეტულმა განცხადებამ ადამიანის ცხოვრება შეიწირა - თავმოყვარე პრემიერი მის ადგილას გადადგებოდა. სირცხვილია".

გიორგი სუხიტაშვილი, მომღერალი:
"ჩემი მხარდაჭერა ზურა გურიელიძეს! შეაწმინდეს ხელი ამ კაცს! ამოვყაროთ მაშინ თითოეული მაღალჩინოსანის პრობლემები შეცდომა-გადაცდომები, დაუდევრობები გულგრილობები, რომლებიც ამ დღეებში დაუშვეს! მთელი ეს დღეები რისთვის დადიოდნენ ეს სპეცნაზი იქვე არსებული შენობა-ნაგებობები რომ არ შეამოწმეს რატო გამორჩათ???
ეს არის ჩემი...
გულით ვუსამძიმრებ დაზარალებულის ოჯახს და ვიზიარებ მათ მწუხარებას".

გოგი გვახარია, კინოკრიტიკოსი:
"37 წელს რომ გამოყავდათ: "ჩემი ბრალია, ჩემი ბრალია"... ძაან სირცხვილია. საბედნიეროდ, ისეთი ბნელი არაა ხალხი, ამათ რომ გონიათ"

გია მურღულია, ფილოლოგიის დოქტორი:
"ბოლო ტრაგიკულმა დღეებმა ნათლად აჩვენა ჩვენი სახელისუფლებო სტრუქტურების როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური მხარეები. ემოციური შეფასებების შემდეგ, რაციონალურზეც უნდა ვიფიქროთ. ერთ არსებით მომენტს მინდა შევეხო: ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა აცნობიერებდნენ, რომ წლების წინ სხვების მიერ დაშვებული შეცდომა ან თუნდაც დანაშაული (რაც ზოგჯერ ლამის ინდულგენციად ეჩვენება მავანს) არ არის ახლა დაშვებული შეცდომის ან დანაშაულის მიზეზი ან, მითუმეტეს - გამართლება. რაც გააკეთა სტიქიამ ან ადრე დაშვებულმა შეცდომებმა, არ უნდა "შეევსო" შესაბამისი სამსახურების არასწორ ან გულგრილ მოქმედებას. სტიქიური უბედურების პრევენციის, ასევე ადრეული გაფრთხილების სისტემა პრაქტიკულად არ არსებობს.

რიგ შემთხვევაში ნაკლებად ჩანდა კოორდინირებული მოქმედება, სამაგიეროდ, კარგად გამოჩნდა პასუხისმგებლობისგან თავის არიდების არცთუ მთლად დახვეწილი მცდელობები. გონივრული და დროული გადაწყვეტილების მიღების კულტურა საკმაოდ დაბალი აღმოჩნდა. ამის გამო საკმარისად სწრაფად ვერ გააფრთხილეს მოსახლეობა სტიქიის საფრთხის შესახებ. ამას დაემატა სრულიად გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირება იმის თაობაზე, რომ ყველა ცხოველი უკვე ვოლიერებშია ან ლიკვიდირებულია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. თუ ცხოველები (კიდევ რამდენი?) გარეთ დაძრწიან, რატომ დაასეირნებენ ბავშვებს ქუჩებში?! რატომ არ აფრთხილებენ კატეგორიულად მოსახლეობას? ვინ არის ამ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი? ნათელია, რომ რაღაც ისე არ კეთდება, როგორც უნდა კეთდებოდეს.

წარსულის კრიტიკული შეფასება აუცილებელია, მაგრამ არ არის საკმარისი წინაპირობა იმისა, რომ აწმყოში (თავისთავად) ყველაფერი კარგად იქნება. მხოლოდ ის მთავრობაა მეტ-ნაკლებად მაინც სათანადო პასუხიმგებლობის მქონე, რომელსაც საზოგადოება მუდმივად ახსენებს, რატომ, რისთვის და რამდენი ხნით სხედან ჩინოვნიკები კაბინეტებში. სამარცხვინოა, რომ ზოპარკიდან სამი დღის წინ გაქცეული ვეფხვი ადამიანის სიცოცხლის დაცვის სახელმწიფო სისტემას ანგრევდეს. ან ეს სისტემა არ არსებობს, ან მისი მაკონტროლებლები არიან გულგრილები, ანაც უნდა ვაღიაროთ, რომ ცხოველის ინსტინქტი ერთ ცალკე აღებულ ტერიტორიაზე ჩინოვნიკის ინტელექტს აღემატება. რაც მოხდა, არ არის უბედური შემთხვევა - ეს პრაქტიკულად "დაგეგმილი" უბედური შემთხვევაა. კარგად უნდა დავიმახსოვროთ, რომ ტრაგიკულად დაღუპული ჩვენი თანამოქალაქის ადგილას ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ყოფილიყო. ერთიც: ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ ადამიანები დამშვიდდნენ და პანიკამ არ იმძლავროს. ოღონდ ამას გააზრებული და მტკიცე მოქმედება სჭირდება და არა კეთილი შემთხვევის იმედად ყოფნა ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება მაღალი სოციალური სტატუსის ადამიანების მიერ.

მეტი გონიერება და პასუხისმგებლობა, ბატონებო! - ეს ცხოვრებაა, თამაში არ არის".

ლევან რამიშვილი, "თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენელი:
"ადამიანთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ზოოპარკის დირექცია თუა, მთავრობის წევრები ხელფასებს, პრემიებს, ბატუტიან საწოლებს რაში იღებენ? მით უმეტეს, როცა ზოოპარკი გუშინ აცხადებდა, რომ ეძებდნენ ვეფხვს, დათვსა და ზოლიან აფთარს".

ირაკლი ტაბლიაშვილი, ჟურნალისტი:
"გურიელიძეს ხელი არ ახლოთ.
თუ ახლებთ, დაიწერება
I AM GURIELIDZE
ეს კი რასაც ნიშნავს - იცით თქვენ!"

გია ცინაძე (მყუდრო), მსახიობი:
"სიბერის ჟამსაც კი ყველა ახალ გაცნობილ ადამიანს ვკითხავ (გავარკვევ, გამოვიძიებ) თავის დროზე ხმა თუ მისცა ამ ადამიანებს რომლებიც დღეს აპარტახებნ ჩვენს ქვეყანას, ინფრასტრუქტურიან, მოსახლეობიანად და კიდევ სხვისკენ იშვერენ ხელს..
რომლებიც მომართული არიან იმისკენ რომ რაც შეიძლება გაჭირვებული იყოს საქართველო და ამით მტრის წისქვილზე ასხამენ წყალს (მიზანმიმართულად)..
თითოეულ მათგანს ვკითხავ უბრალოდ იმიტომ რომ თავიდანვე წარმოდგენა მქონდეს მათზე და შესაბამისზე მეტი ყურადღება არ დავუთმო მათ.. არ ვილანძღები., ფაქტად ვამბობ და ხაზს ვუსვამ უბრალოდ. არ ვიცი მე ასე ვარ და.. ეს ცუდია თუ კარგი ამით საერთოდ ვეღარ ვინტერესდები იმხელა დანაშაულად ვთვლი ამ ხალხის ხელისუფლებაში მოყვანას.. მე ცუდად ვარ და მტკივა, ვიტანჯები. გარემო სადაც ახლა ვარ მხოლოდ გარემოა, კარგია, წესიერია, კულტურულია, სწორია, შემიყვარდა და პლუს ვინც ახლოს მიცნობს ხვდება მე როგორ ვკაიფობ აქაურობით მაგრამ.. ტვინში რაც მაქვს ის არის ჩემი ცხოვრების მკარნახებელი და სიმშვიდის პირობა.. ხოდა ტვინში ის მაქვს რაზეც ვწერ დღეს. ჩვეულებრივად წესიერი,არაბოროტი ადამიანი ვარ და არ მერიდება რაღათქმაუნდა ამის თქმა.. მაგრამ ბოლო წლებია ესე ვარ., როდესაც ვიგებ კონკრეტულმა ადამიანმა რას მისცა ხმა იმ წამიდან მასზე წარმოდგენა ისე მეცვლება ვერც დავწერ აქ.. დემონსტრაციულად აღარ ვცემ ხმას,რაღაც ეტაპზე თითქოს უტაქტოდაც ვიქცევი ისე მეტყობა (ვიტყობ) რომ ჩემს წინ ძალიან უინტერესო ვინმე დგას.. უცხო თუ არის უცხოდვე რჩება, ნაცნობი თუ არის ვცდილობ მომწონდეს მასში ის რაც მომწონებია სხვა დროს მაგრამ თან ამავე დროს ვერ ვაპატიებ ბოლომდე და სულ ეცოდინება რას ვფიქრობ მასზე,მის შესაძლებლობებზე და ფასეულობებზე,ზოგის შემთხვევაში დაუფიქრებელ საქციელზე. დღეს როდესაც ასე უტიფრად იქცევა პრემიერი, მერი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, მთლიანად მთავრობა და არცერთი პასუხისმგებლობის აღება არ სურთ საკუთარ თავზე.. ამ დროს ხალხი იხოცება და ქვეყანა ინგრევა რაში მაინტერესებს წარსულზე საუბარი,ან ადრე ვინ მართავდა ან მომავალში ვინ მოვა,ეს პოსტი ვინმე სხვა ძალის მხარდამჭერობაზე კი არაა ჩემი მხრიდან.. დღევანდელ რეალობაზეა,საგანგაშო რეალობაზე., დღეს ხომ თვითონ მართავენ.. აკეთონ საქმე აწმყოში,იყვნენ კარგები.. მაგრამ არ გამოვა ეგრე, ვერ იქნებიან კარგები უბრალოდ იმიტომ თუნდაც რომ არ იციან საქმე, არც უნდათ. ასეთი ხალხი მოაგროვა ბიძინა ივანიშვილმა იმ ბერკეტით რომელიც ამომრჩეველმა მას მიეცით. დრო მოვა ეგ კაცი გაიქცევა აქედან.. მერე სარკეში თქვენს თავებს დაინახავთ და ზოგს შეგრცხვებათ,ზოგს ისევ ცარიელი ტვინიდან წამოსული გამომეტყველება დაგრჩებათ.. გარეთ კი ისევ გაპარტახებული ქვეყანა გვექნება რომლის აღდგენასაც კიდევ ერთი თაობის გაჭირვებაში ცხოვრება დასჭირდება.. არადა შეიძლრბოდა ამ თაობას უკვე სხვა,უფრო ცივილური პრობლემები ჰქონოდა. ბიძინა ივანიშვილი მტერია,ის მტრის საქმეს აკეთებს და აკეთებს ამას ისეთი 100 -იანი შედეგით რომ მის სიძლიერეს და პროფესიონალიზმს ამ საქმეში მეც ვაღიარებ. ის მტერია და უნდა დამთავრდეს! დამთავრდება კიდევაც. (ისევ მჯერა,ისე არ მინდა.. მოვკვდები. მჯერა როგორც რამოდენიმე ათეული წელია რომ მჯერა)

ნანუკა ჟორჟოლიანი:
"პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ, ზოოპარკის დირექტორმა მომხდარი თავის თავზე აიღო.

ორი დღე რომ ხალხი რეკავდა 112-ში, ვეფხვი ვნახეთო, ხალხი ვიდეოებს რომ ავრცელებდა ფბზე და რეაგირება არ იყო, ან დაგვიანებული იყო, ან მაშველები პასუხობდნენ ჩვენ რა ვქნათო?! ზოგი გვძინავსო, ისიც ამ კაცის ბრალია ბატონო პრემიერ მინისტრო?!

თქვენ, რამეზე ამ ქვეყანაში პასუხისმგებლობას იღებთ?! თუ არა მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, აბა რაზე იქნებ გვითხრათ!
ხო, უცებ პინგვინი გამახსენდა და ზებრა. ვნერვიულობთ და იქნებ გვითხრათ, რაც მთავარია ისინი ხო არიან კარგად მათი პატრონის ხელში!

მთავარმა ზოოპარკის დირექტორმა იმდენი მოახერხა, რომ ნამდვილ ზოოპარკად აქცია მთელი ქვეყანა!

იმის მაგივრად საქმეს მიხედონ საქმე აღძრეს. ზოოპარკის დირექტორს იჭერენო!
ველოდები ჯანელიძე როდის იტყვის, რომ ვეფხვი ჩაუდეს!"
სტატიის წყარო:ambebi.ge