"ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე ადამიანს ლომი დაესხა თავს

"ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე ადამიანს ლომი დაესხა თავს
"კურიერის" ჟურნალისტის ინფორმაციით ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ლომი ადამიანს თავს დაესხა. ლომი ერთერთ საწყობში იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, საწყობის მეპატრონე შევიდა შენობაში.
თვითმხილველები "კურიერის" ჟურნალისტთან საუბარში აცხადებენ, რომ მათ დაინახეს როგორ დაესხა ცხოველი თავს ადამიანს. პირი, რომელსაც ზოოპარკიდან გამოქცეული ცხოველი თავს დაესხა, გაუნძრევლად წევს მიწაზე.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეიკუპაჟი. ისინი ვერ შედიან ტერიტორიაზე. თუმცა შეიარაღებული არიან და მზად არიან ლიკვიდაციისთვის. აქვე იმყოფებიან მოქალაქეები.
სტატიის წყარო:rustavi2.com