"მზიურში" კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

"მზიურში" კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს
"მზიურში" კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოა, - ამის შესახებ Ambebi.ge-ს ადგილიდან აცნობეს.
Ambebi.ge დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს.

ეს უკვე მესამე ცხედარია, რომელიც ბოლო 24 საათის განმავლობაში "მზიურში" იპოვეს, მათგან ერთ-ერთი ინდირა ზარანდია იყო, მეორე კი - მაშველი ზურაბ მუზაშვილი.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე სტიქიის შედეგად გარდაცვლილად 15 პირი ითვლებოდა.
სტატიის წყარო:ambebi.ge