მაშველებმა კიდევ 2 გვამი იპოვეს, ერთ-ერთი ივლიტა ჯიბუტია
40 წუთის წინ ივლიტა ჯიბუტის გვამი მზიურის ხეობაში იპოვეს. ამის შესახებ დრონი.ჯი-ს ჟურნალისტ ელა ლიონიძეს მაშველებმა განუცხადეს. მათივე ცნობით ამ წუთებში, გაჩიანთან მტკვარში კაცის სხეულიც იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაიხრჩო.
შეგახსენებთ, რომ წყალდიდობისას დაკარგულ ჯიბუტს ოჯახის წევრები და მოხალისეები 2 დღის განმავლობაში ამაოდ ეძებდნენ.
შეგახსენებთ, რომ წყალდიდობისას დაკარგულ ჯიბუტს ოჯახის წევრები და მოხალისეები 2 დღის განმავლობაში ამაოდ ეძებდნენ.