რას იტყუებიან ქალბატონები და რატომ?
თითოეული ჩვენგანი ამბობს დიდი რაოდენობით ტყუილს მთელი ცხოვრების მანძილზე. კვლევების შედეგად დადგენილი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მამაკაცები დაახლოებით 30% უფრო ხშირად ამბობენ ტყუილს ვიდრე ქალები.
ამ სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ, თუ რას ატყუებენ ქალები მამაკაცებს და რატომ.
წონა და ასაკი.
თუკი თქვენ ჭეშმარიტი ქალბატონი ბრძანდებით, მაშინ დიდი ალბათობაა იმისა, რომ მალავდეთ თქვენს ნამდვილ ასაკსა და წონას. ყველა ქალბატონს სურს იყოს იდეალური. მინიმუმ შეუქმნას ხალხს ასეთი წარმოდგენა საკუთარ თავზე. ალბათ ძალიან ხშირად მოგიკლიათ რამდენიმე კილო და წელი საკუთარი თავისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ამბობთ ტყუილს, მერწმუნეთ, ამაში ცუდი არაფერია.
ტყუილი საკუთარი ხასიათებისა და ცხოვრების სტილის შესახებ.
სურვილი იმისა, რომ დატოვოთ იდეალური მანდილოსანის შთაბეჭდილება, ყველა ქალბატონში განუსაზღვრელად დიდია. თუკი ქალბატონი საყვარელი მამაკაცის შესახებ გაიგებს, რომ მას არ უყვარს ალკოჰოლი და არ სვავს, მაშინ იგი თამამად და ხმამაღლა გამოაცხადებს: "ალკოჰოლი მავნებელია ჯანმრთელობისათვის და სწორედ ამიტომ მე არასდროს ვსვავ!". თუკი საყვარელი მამაკაცი არ ეწევა სიგარეტს, მაშინ მას ცხოვრებაში არასდროს გაუსინჯავს სიგარეტის გემო. რაც არ უნდა დიდ ტყუილს წარმოადგენდეს ქალის ამგვარი სიტყვები, გასაოცარი ისაა, რომ ტყუილის თქმის მომენტში მას თავად ჯერა საკუთარი სიტყვების.
ტყუილი პარტნიორების შესახებ.
ამ შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებულია სიტუაციაზე, შექმნილ ვითარებაზე. ზოგადად ქალბატონი არასდროს დაასახელებს ზუსტ ციფრს, თუ რამდენი კაცი ჰყოლია მას ცხოვრებაში. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება სიტუაციაზე და უშუალოდ საუბარზე. მაგალითად, თუ ქალის მიერ დასახელებული ციფრი ჭარბობს მამაკაცის მიერ დასახელებულ ციფრს, მაშინ დიდი შანსია, რომ მას შეხედონ არასერიოზულად. ამიტომ უკეთესი იქნება, თუ ამ თემაზე საუბარს თავს აარიდებთ. გარდა ამისა ქალები ხშირად იტყუებიან თავიანთი გამოუცდელობის შესახებს ინტიმურ ცხოვრებაში, რადგან ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში მას მამაკაცი სათანადოდ არ დააფასებს და ვერ გახდება მისთვის სასურველი პარტნიორი.
როგორც ვხედავთ, ქალის ტყუილს გამართლება და ახსნა აქვს. ამ გზით მათ მხოლოდ საკუთარი თავის დაცვა და პარტნიორის თვალში ამაღლება სურთ. ასე, რომ მცირე ტყუილის თქმას ჩვენ უფრო ნიჭსა და ხელოვნებას დავარქმევდით, ვიდრე ცუდ და გაუმართლებელ საქციელს.