"ლივერპულის" მთვრალმა ფეხბურთელებმა დუბაის სასტუმრო "თავზე დაიმხეს"

"ლივერპულის" მთვრალმა ფეხბურთელებმა დუბაის სასტუმრო "თავზე დაიმხეს"
ინგლისის ჩემპიონატის დასრულება "ლივერპულის" ფეხბურთელებმა საკუთარ თანაკლუბელზე სიმღერით აღნიშნეს. დუბაის ერთ-ერთ სასტუმროში საზეიმო ვახშმის შემდეგ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ფეხბურთელებმა კოლო და იაია ტურეების შესახებ იმღერეს. პირველი "ლივერპულში" თამაშობს, მეორე - "მანჩესტერ სიტიში". ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ კოლო ტურემ კლუბთან კონტრაქტი ერთი წლით გააგრძელა.

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ფეხბურთელები პრემიერლიგის ბოლო ტურში წაგების შემდეგ გაემგზავრნენ, რომელშიც "სტოკ სიტისთან" ანგარიშით 1:6 დამარცხდნენ. დუბაიში ჯგუფური დასვენების შესახებ გადაწყვეტილება ჩემპიონატის დაწყებამდე იყო მიღებული.

სტატიის წყარო:palitratv.ge