ნიკა გვარამიამ "ნიჭიერის" ულამაზეს კონკურსანტს "რუსთავი 2"-ში მუშაობა შესთავაზა
ქართული "ნიჭიერის" სცენაზე კიდევ ერთი ემოციური სცენა გათამაშდა: ულამაზესმა გაბრიელა ხვედელიძემ საკუთარი ნომერი მამის ხსოვნას მიუძღვნა. მისმა კარგმა შესრულებამ ჟიურის ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიაღებინა: ის არა მარტო მორიგ ტურში გადაიყვანეს, არამედ ნიკა გვარამიამ "რუსთავი 2"-ში მუშაობა შესთავაზა.