აი ასე დასცინა ამერიკულმა თოქ-შოუმ საქართველოს და ზაზა ფაჩულიას

აი ასე დასცინა ამერიკულმა თოქ-შოუმ საქართველოს და ზაზა ფაჩულიას
ამერიკული სპორტული ტოქშოუ "Starters-ში" საქართველოს და ზაზა ფაჩულიას ბოდიშს უხდის იმ განცხადების შესახებ, რომელიც მათ საკუთარ გადაცემაში გააკეთეს. გადაცემაში მათ ზაზას მოულოდნელ აქტივობაზე ისაუბრეს, რა დროსაც აღნიშნეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დემარკუს ქაზინსზე წინ ხმების რაოდენობით ზაზა ფაჩულია იყოს ადამიანი, რომელიც 13 სეზონია NBA-ში თამაშობს და ჯერ არასდროს არ ყოფილა ასე ახლოს ოლსტართან.

გადაცემის გასვლას გულშემატკივრობის საკმაოდ დიდი რაოდენობა უარყოფითად გამოეხმაურა. რის გამოც ტოქშოუს წამყვანებს ბოდიშის მოხდა მოუწიათ მათსავე შოუში. ამ განცხადების შემდეგ მათ რამოდენიმე სიტყვით მაინც იხუმრეს პრეზიდენტისა და რამოდენიმე მინისტრის მხარდაჭერაზე ზაზასადმი.

ჩვენ გთავაზობთ ვიდეოს, სადაც საქართველოსა და ზაზას მიმართ ტოქშოუს წამყვანები განცხადებას აკეთებენ.