15 მეცნიერი ფაქტი ქალბატონების ორგანიზმის შესახებ, რომელიც უეჭველად გაგაოცებთ!

15 მეცნიერი ფაქტი ქალბატონების ორგანიზმის შესახებ, რომელიც უეჭველად გაგაოცებთ!
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი მეცნიერული ფაქტი ქალბატონების ორგანიზმის შესახებ, ლამაზი სქესის ეს წარმომადგენლები ჩვენთვის, მამაკაცებისთვის ამოუხსნელ, ამოუცნობ და შეუსწავლელ ფენომენებად რჩებიან. დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გიზიარებთ რამდენიმე ძალზედ საინტერესო და შოკისმომგვრელ ფაქტს ქალბატონის ორგანიზმის შესახებ.

ქალის ორგანიზმის განსაკუთრებულობები
  1. ქალბატონის გული მამაკაცის გულზე გაცილებით სწრაფად ცემს. გარდა ამისა, ის მამაკაცის გულზე 10-15%-ით მსუბუქია.

  2. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ქალბატონები 2-ჯერ უფრო მეტი სიხშირით ახამხამებენ თვალებს, ვიდრე მამაკაცები. ყოველივე ეს ნერვული სისტემის განსაკუთრებულობითაა განპირობებული: ქალბატონები ნაკლებად მშვიდები და გაწონასწორებულები არიან.

  3. ქალბატონის ორგანიზმი ცხიმს მამაკაცის ორგანიზმზე გაცილებით ნელა წვავს. სწორედ ამიტომ, ლამაზი სქესის წარმომადგენელთათვის რთულია ზედმეტი კილოგრამების მოშორება.

  4. ქალბატონებს მამაკაცებზე ძლიერი იმუნიტეტი აქვთ. ყოველივე ამას განაპირობებს ზედმეტი X-ქრომოსომა, უფრო კონკრეტულად კი მისი რნმ. ამის წყალობით ლამაზი სქესის წარმომადგენლები მამაკაცებზე დიდხანს ცხოვრობენ.

  5. ქალის თმის დიამეტრი მამაკაცის თმის დიამეტრზე 2-ჯერ უფრო ნაკლებია.

  6. ქალბატონის ტვინი შეიცავს 30%-ით უფრო ბევრ შენაერთს, ვიდრე მამაკაცის ტვინი. ყოველივე ამის დამსახურებით, ლამაზი საქესის წარმომადგენლებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ რამდენიმე დავალებას ერთდროულად.

  7. ქალბატონების ორგანიზმში გაცილებით მეტი ტკივილის შემგრძნები რეცეპტორია, ვიდრე მამაკაცების ორგანიზმში. მიუხედავად ამისა, ქალური ჰორმონი, ესტროგენი ბლოკავს ანთებით პროცესებს, რის გამოც ქალები უფრო ამტანები არიან ტკივილის მიმართ.

  8. ძილის დროს ტვინის აქტიურობა ქალბატონებში მხოლოდ 10%-ით მცირდება. სწორედ ამიტომ, მათ ძალზედ ფხიზელი ძილი აქვთ.

  9. ქალბატონები უფრო კარგად არჩევენ ფერებს ერთმანეთისგან, ვიდრე მამაკაცები. ყოველივე ამას განაპირობებს ზედმეტი X-ქრომოსომა.

  10. ქალბატონებს, მამაკაცებთან შედარებით, ძალიან უჭირთ სივრცეში ორიენტირება. სწორედ ამიტომ, ლამაზი სქესის წარმომადგენელთა უმრავლესობას აქვს პრობლემები მანქანის მართვასთან დაკავშირებით. მაგალითისთვის, პარალელური პარკირება მართვის მოწმობის მქონე მამაკაცების 82%-ისთვის უადვილეს დავალებას წარმოადგენს, ხოლო ქალბატონების მხოლოდ 22%-ს შეუძლია გაართვას თავი ამ დავალებას მარტივად.

  11. ქალის კისერი გაცილებით უფრო მოძრავი და მოქნილია, ვიდრე მამაკაცის.

  12. ქალბატონები ბუნებით მიდრეკილები არიან მშფოთვარებისკენ და საკმაოდ ხშირად გრძნობენ თავს დაუცველად. ყოველივე ეს განპირობებულია ისეთი ჰორმონების მოზღვავებული დონით, როგორიცაა: კორტიზოლი, პროგესტერონი და ესტრადიოლი. ქალბატონები, მამაკაცებისგან განსხვავებით, ინტუიტურად გრძნობენ საფრთხეს.

  13. ქალბატონებს ერთი ძალზედ უცნაური განსაკუთრებულობა ახასიათებთ. ისინი უფრო მარტივად ეჩვევიან და ეჯაჭვებიან სხვა ადამიანს.

  14. ქალბატონებს უკეთესად განვითარებული აქვთ პერიფერიული მხედველობა (გვერდითი), ხოლო მამაკაცებს - ცენტრალური. სწორედ ამიტომ, მამაკაცები უკეთ ხედავენ და იმასხოვრებენ მცირე დეტალებს, ვიდრე ქალბატონები.

  15. სიტყვის წარმოთქმას ქალბატონები თავის ტვინის ორივე ნახევარსფეროთი ხელმძღვანელობენ. სწორედ ამიტომ, ლამაზი სქესის წარმომადგენელთა უმრავლესობა დღის განმავლობაში დაახლოებით 8 000 სიტყვას გამოთქვამს.

ყველაფერი ეს ძალიან საინტერესოა, არა? არ დაგავიწყდეთ თქვენი მოსაზრების გაზიარება კომენტარების ველის მეშვეობით.