როგორ იქცევიან სუფრასთან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები

როგორ იქცევიან სუფრასთან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
ვერძი:
ჭამს დიდი სიამოვნებით და სინჯავს აბსოლიტურად ყველა კერძს სუფრაზე. ამასთანავე საუბრობს გამუდმებით, ყვება ანეგდოტებს და იცინის ხმამაღლა. მის საუბარს თან ახლავს აქტიურად ხელების ქნევა დანა-ჩანგლით, რაც გარშემომყოფებში შიშის გრძნობას იწვევს. საღამოს მიწურულს სტუმრები იყოფიან ორ ნაწილად: ერთი მათგანი ამ საღამოს შემდეგ გიჟდება ვერძებზე, ხოლო მეორე ნაწილს - ატანა არ აქვს ვერძების.

კურო:
ამ ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ გემრიელად ჭამა და ასევე დიდ ყურადღებას აქცევენ კერძის გაფორმებას. მშიერი კურო ლაპარაკობს ძალზედ უხალისოდ. მხოლოდ 2-3 კერძის დაგემოვნების შემდეგ მშვიდდება იგი და იწყებს საუბარს სუფრაზე არსებული ყველა კერძის რეცეპტის შესახებ და აგრეთვე ამატებს, თუ რისი შეცვლაა შესაძლებელი ამა, თუ იმ კერძის მომზადების დროს. თუ სუფრა ნამდვილად კარგი იყო, მაშინ კურო შინ ზედმეტად დანაყრებული და ნასიამოვნები წავა.

ტყუპები:
ამ ნიშნის წარმომადგენლები სუფრაზე მოხვედრისას იცნობენ ყველას მომენტალურად და იწყებენ გაუთავებელ საუბარს ბოლოს მომხდარი სიახლეების შესახებ. როდესაც ტყუპები ამ თემას ამოწურავენ ისინი უკვე უბრუნდებიან ძველ, ოდნავ მივიწყებულ ამბებს, ოღონდ საუბარი არ შეწყვიტონ. ისინი არ დააგემოვნებენ არაფერს სუფრაზე სანამ დიასახლისი არ შესთავაზებს მათ ამა, თუ იმ კერძის გასინჯვას. მხოლოდ ამის შემდეგ მოიმარჯვებს ტყუპი კოვზს ან ჩანგალს და მცირე ულუფის დაგემოვნების შემდეგ დაიწყებს დიასახლისის ქებასა და დიდებას.

კირჩხიბი:
მაგიდასთან ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალზედ ღირსეულად და წესიერად იქცევიან. პირველ რიგში კირჩხიბი დააგემოვნებს სასმელებს. კერძის ამორჩევის დროს იგი იხელმძღვანელებს იმისდა მიხედვით, ამზადებს, თუ არა დედა მას. ამ ნიშნის წარმომადგენელი ზოგადად ამჯობინებს წვნიან საჭმელებსა და სასმელებს. თუ დამშვიდობებისას კირჩხიბმა თავისთან დაგპატიჟათ, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი აღფრთოვანებულია თქვენი კულინარიული შესაძლებლობებით.

ლომი:
ამ ნიშნის წარმომადგენლები ნამდვილად არ იტანჯებიან უმადობისგან. მიუხედავად სალათების სიმრავლისა ისინი ყოველთვის ცხელ კერძებს ამჯობინებენ. ლომებისათვის სუფრა თამაშებისა და გართობის გარეშე არასრულფასოვანია. თუ დიასახლისი თავად ვერ მოაგვარებს ამ საკითხს, მაშინ ლომი შეითავსებს თამადის როლს და მოიფიქრებს რამე ისეთს, რაც პურის ჭამას ნამდვილ შოუდ გადააქცევს.

ქალწული:
პირველ რიგში ამ ნიშნის წარმომადგენელი ყურადღებას აქცებს სუფრის გადასაფარებლისა და ჭურჭლის სისუფთავეს. მისთვის მოწესრიგებულობა და სისუფთავე გემოზე გაცილებით მნიშვნელოვანია. კერძის შერჩევისას ისინი ძალზედ წუნიები არიან. სწორედ ამიტომ უკეთესი იქნება, თუ ქალწულის სახლში მიპატიჟებამდე ჰკითხავთ მას, თუ რომელი კერძი ესიამოვნება ყველაზე მეტად.

სასწორი:
ამ ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ სასიამოვნო, მეგობრული ატმოსფერო. ისინი არც ერთ შემთხვევაში არ მიცემენ სხვა ადამიანებს კონფლიქტის წარმოქმნის საშუალებას. მათ უყვართ ზომიერად ჭამა. მეტიც, სასწორების საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი ვეგეტარიანელია. აი რაც შეეხება დესერტს, ისინი აუცილებლად დააგემოვნებენ მას. სასწორებს ძალიან უყვართ სადღეგრძელოების ლექსებად თქმა, ასევე სიმღერა გიტარისა და ფორტეპიანოს თანხლებით.

მორიელი:
თავდაპირველად ამ ნიშნის წარმომადგენლები მოქმედებენ დიდი სიფრთხილით და უნდობილობით. მხოლოდ მცირე დოზა ალკოჰოლის მიღების შემდეგ მშვიდდებიან და დუნდებიან ისინი. მორიელებს ძალიან უყვართ მწარე საჭმელი. ასე, რომ დადეთ პილპილი და გარციცა მასთან ახლოს. მათ შეუძლიათ უხამსი ანეგდოტების, ან საშინელი ისტორიების მოყოლა სუფრასთან.

მშვილდოსანი:
ამ ნიშნის წარმომადგენლები ადვილად შედიან კონტაქტში და ყოველთვის თავად წარმართავენ საუბარს თანამოსაუბრის აზრისა და საუბრის სურვილის გაუთვალისწინებლად. ძალიან უყვართ ეგზოტიკური სამზარეულო. რაც უფრო უჩვეულოა ესა, თუ ის კერძი, მით უფრო დიდი სიამოვნებით მიირთმევს მშვილდოსანი მას. დროგამოშვებით იგი ყვება რაიმე კონკრეტული კერძის შესახებ ისტორიას, თუ როგორ ამზადებენ მას თავის სამშობლოში. დამშვიდობებისას ისინი ყოველთვის ანებივრებენ დიასახლისს კომპლიმენტებით და ეპატიჟებიან მას თავისთან სტუმრად.

თხის რქა:
ამ ნიშნის წარმომადგენლები სუფრასთან ძალზედ დინჯად იქცევიან. ამჯობინებენ, რომ შეიკავონ თავი ბევრი ჭამისგან, რათა თავი იგრძნონ მსუბუქად, ერთვებიან საუბარში ძალიან იშვიათად, თუ საუბრობენ, საუბრობენ მხოლოდ საქმიან თემაზე. თხის რქებს კერძებს შორის ურჩევნიათ შებოლილი ხორცი: თევზი ან ძეხვი. აგემოვნებენ აბსოლიტურად ყველა კერძს, თუმცა მცირე ულუფებით, რათა შეინარჩუნონ სიმსუბუქე. სუფრაზე საკუთარი აზრის გამოთქმისას ისინი ძალზედ გულწრფელები არიან და ამბობენ ყველაფერს პირდაპირ, ყოველგვაარი შელამაზების გარეშე.

მერწყული:
წარმოუდგენელია იმის განსაზღვრა წინასწარ, თუ როგორი იქნება ამ ნიშნის წარმომადგენელი სუფრასთან: კონტაქტური და მხიარული, თუ საკუთარ თავში ჩაკეტილი და თავშეკავებული. ყოველივე ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა წრეში აღმოჩნდება მერწყული. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა კერძს მიირთმევს ამ ნიშნის წარმომადგენელი, მთავარია მასში იყოს დიდი რაოდენობით მდოგვი. უყვართ უბრალო, მარტივად მოსამზადებელი კერძები. თუ მერწყულს სუფრაზე რამე არ მოეწონება, იგი რაც შეიძლება მალე დაგტოვებთ, ხოლო თუ ყველაფერი ჯდება მის გემოვნებაში, მაშინ სავსებით მოსალოდნელია, რომ იგი გათენებამდე თავიდან ვერ მოიშოროთ...

თევზები:
სტუმრად წასვლის დროს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურჩევნიათ თავისთვის კუთხეში წყნარად და მშვიდად ჯდომა. იმისათვის, რომ თევზი ოდნავ მოდუნდეს, შესთავაზეთ მას მცირეოდენი ალკოჰოლური სასმელი. შეიძლება ცოტათი კანიბალიზმურად ჟღერს, თუმცა თევზები გიჟდებიან ზღვის პროდუქტებზე. მათი გადმოსახედიდან სუპი და დესერტი სრულფასოვანი სუფრის განუყოფელი ნაწილია. თუ თევზებს ყველაფერი მოეწონებათ, დამშვიდობებისას ისინი დიასახლის დაუჩოქებენ და სამუდამო სიყვარულს შეჰფიცებენ.
სტატიის ავტორი: ბაჩო სამხარაძე