ზოდიაქოს ყველა წარმომადგენლის 5 ნიშა

ზოდიაქოს ყველა წარმომადგენლის 5 ნიშა
ვერძი: იარაღი მზადყოფნაში!
საყვარელი წიგნი: "ბრძნული აზრების ჟურნალი", რომლის ავტორიც იგი გახლავთ თავად.
საყვარელი საქმიანობა: ჯერ სროლა და მხოლოდ ამის შემდეგ კითხვების დასმა.
იდეალური სამსახური: სექსოპათოლოგი.
საკვანძო ფრაზა: "ამას მე მეუბნები?!"

კურო: რაც ჩემია - ჩემია, რაც შენია - ისიც ჩემია!
საყვარელი წიგნი: "გაუმაძღარი გურმანი".
საყვარელი საქმიანობა: საუზმობის დროს ლაპარაკი.
იდეალური სამსახური: მოსამართლე, რომელსაც მუდმივად საშინელი განაჩენი გამოაქვს.
საკვანძო ფრაზა: "რატომ მაიძულებთ, რომ თავს დაგესხათ?"

ტყუპები: სრული სვლით ევროპისკენ!
საყვარელი წიგნი: "როგორ ვაიძულოთ ნებისმიერ ადამიანს, გააკეთოს ნებისმიერი რამ".
საყვარელი საქმიანობა: ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა.
იდეალური სამსახური: ყველაფრის გაყიდვა და ყველა კარის გაღება.
საკვანძო ფრაზა: "იმიტომ, რომ მე ასე მინდა!"

კირჩხიბი: შემოდი ჩემთან სხლში!
საყვარელი წიგნი: "ტანჯულის სახელმძღვანელო".
საყვარელი საქმიანობა: მთქნარება.
იდეალური სამსახური: მრჩეველი ყველა ცხოვრებისეულ საკითხში.
საკვანძო ფრაზა: "და ეს ყოველივე იმის შემდეგ, რაც მე შენთვის გავაკეთე?"

ლომი: ყველაფერი ჩემებურად იქნება და ეს ძალიან მაგარია!
საყვარელი წიგნი: "როგორ ავითვისოთ უცბად შეშინების ხელოვნება?"
საყვარელი საქმიანობა: ინსტრუქციების მიცემა.
იდეალური სამსახური: ბოსების ბოსი.
საკვანძო ფრაზა: "რაო, დაიღალე?"

ქალწული: მცოდნეებსაც სჭირდებათ სიყვარული!
საყვარელი წიგნი: "1001 ნაბიჯი სრულ და საბოლოო ორგანიზებამდე".
საყვარელი საქმიანობა: ნერვიულობა, მშფოთვარება.
იდეალური სამსახური: ეიფელის კოშკის სტუმრობა და პირადად სათადარიგო კიბის ყველა საფეხურის შემოწმება.
საკვანძო ფრაზა: "ასე არაფერი არ გამოვა!"

სასწორი: სარკევ, სარკევ, მითხარი...
საყვარელი წიგნი: "როგორ დავქორწინდეთ მონა ლიზას სურათზე".
საყვარელი საქმიანობა: არაბუნებრივად, ხელოვნურად ღიმილი.
იდეალური სამსახური: ადვოკატი.
საკვანძო ფრაზა: "ისე სხვა კუთხით თუ შეხედავ..."

მორიელი: თავდაცვის საუკეთესო საშუალება - თავდასხმაა!
საყვარელი წიგნი: "როგორ მოვიპოვე შემწყნარებლობის უნარუ -პროკურორის აღსარება".
საყვარელი საქმიანობა: შემდეგი ქმედების განსაზღვრა.
იდეალური სამსახური: მოსამართლე, ან ჟიურის წევრი.
საკვანძო ფრაზა: "თქვენ მე ამის გამო გადამიხდით, პასუხს აგებთ! "

მშვილდოსანი: უფრო მეტი, რისი გაგებაც თქვენ გნდომებიათ ნებისმიერ ვინმეზე, ანრამეზე.
საყვარელი წიგნი: "როგორ ვიქცეთ ფილოსოფად 1 წუთში?"
საყვარელი საქმიანობა: მჭერმეტყველება, თუ ვინმე მის მოსმენას მოისურვებს.
იდეალური სამსახური: სენატორი, რომელიც პასუხისმგებელია მეკობრეებზე.
საკვანძო ფრაზა: "ნუთუ ეს მე გავაკეთე?"

თხის რქა: ჩემს შეუპოვრობას ვერაფერს დააკლებთ!
საყვარელი წიგნი: "10 საიდუმლო მსოფლიო მბრძანებლობის მოსაპოვებლად".
საყვარელი საქმიანობა: საკუთარი თავის მოჩვენება, თითქოს ის უფროსი იყოს.
იდეალური სამსახური: მილიონერის ფინანსური მრჩეველი.
საკვანძო ფრაზა: "არასდროს არ შეიძლება იყო ან ძალიან მდიდარი, ან ძალიან ღარიბი".

მერწყული: სიურპრიზი! სიურპრიზი!
საყვარელი წიგნი: "როგორ ვნახოთ სარგებელი და გავერთოთ ზღარბების სიზმრებით?"
საყვარელი საქმიანობა: ვინმეს თვალში მოხვედრა.
იდეალური სამსახური: თვითმფრინავების შეყვანა და გამოყვანა...
საკვანძო ფრაზა: "წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს!"

თევზები: ...ხო მაგრამ მისი ფიქრები შორს იყო!
საყვარელი წიგნი: "პლანეტებს შორის კომუნიკაციის ხელმძღვანელი".
საყვარელი საქმიანობა: მეკობრეების აღზრდა და მილიონრების გადარჩენა.
იდეალური სამსახური: პროფესიონალი მომტირალი.
საკვანძო ფრაზა: "როგორი შერცხვენილი ვარ!"
სტატიის ავტორი: ბაჩო სამხარაძე