ყველაზე შესაფერისი პროფესია ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ყველაზე შესაფერისი პროფესია ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
ვერ პოულობთ შესაფერის პროფესიას? გაიგეთ, თუ რომელია თქვენი იდეალური სამსახური.

ვერძი
ნუ ეცდებით, ვერძის მოთოკვას და მონოტონური და მოსაწყენი სამსახურის შეთავაზებას, რადგან მისი შინაგანი ენერგია ირგვლივ ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის საუკეთესო ვარიანტია მეწარმული საქმიანობა, რომელიც საშუალებას გაძლევს, მუდამ მოძრაობაში იყო.

კურო
კუროები კი მიჩვეული არიან, დაეყრდნონ შრომისმოყვარეობასა და გულმოდგინებას, რაც საშუალებას აძლევს მათ, თანდათანობით მიაღწიონ თავიანთ მიზნებს. რუტინა სტაბილურობის განცდას ქმნის, რისკენაც მიილტვიან ამ ნიშნის წარმომადგენლები. შეგიძლიათ თავი გამოსცადოთ დიზაინერის ან მოდელიორის ამპლუაში.

ტყუპები

ეს გახლავთ სოციალური ნიშანი, რომელსაც მუდმივად უჩნდება ურთიერთობის მოთხოვნილება. ამიტომაც, მათთვის იდეალური პროფესიებია: რეპორტიორი, სარეკლამო აგენტი, გაყიდვების მენეჯერი, და სხვა ნებისმიერი სამსახური, რომელიც მივლინებებს მოითხოვს.

კირჩხიბი
კირჩხიბისთვის საკმაოდ რთულია, რაიმე კონკრეტული პროფესიის არჩევა., მაგრამ თუ ეს გამოუვიდათ, მათ წინ ვერაფერი გადაეღობება. პროფესიის არჩევისას, მათთვის მთავარია სიმყუდროვე და კრეატიულობის გამოყენების საშუალება. გამოდგება ნებისმიერი სამსახური, რომელიც კომუნიკაბელურობას მოითხოვს.

ლომი
ლომს მხოლოდ მაღალი თანამდებობები და თავბრუდამხვევი კარიერა იზიდავს, ამას იგი ბავშვობიდანვე ისახავს მიზნად და მიჰყვება თავის ოცნებას გულმოდგინედ. ხშირად, ლომი იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე გამოიმუშავებს, რადგან სიამოვნებაზე უარს არასოდეს ამბობს.

ქალწული
წვრილმანებზე და დეტალებზე ჩაკირკიტების თვისება ქალწულს საშუალებას აძლევს აირჩიოს ისეთი პროფესია, სადაც დიდი ყურადღებაა საჭირო. პროფესიის იდეალური ვარიანტებია, როგორც ბუღალტერის, ასევე ვეტერინარისა და ინჟინერის.

სასწორი
სასწორს ყველაზე მეტად აქტიურ ურთიერთობასთან დაკავშირებული პროფესია მოუხდება. ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ იდეალური ურთიერთობა დაამყარონ ნებისმიერ კოლექტივში. მათ სილამაზისკენ და ფუფუნებისკენ ლტოლვა ახასიათებთ, ამიტომ ხშირად ირჩევენ მოდელიორისა და დიზაინერის პროფესიას.

მორიელი
მოთხოვნების სრული ურთიერთწინააღმდეგობა: ერთი მხრივ, ისინი ითხოვენ სამსახურს, სადაც დიდი ძალისხმევაა საჭირო, ამავდროულად კი უყვართ ჭიქა ყავით განტვირთვა და საყვარელი საქმიანობით დაკავება. მიზანდასახულობა მორიელს საშუალებას აძლევს, გახდეს კარგი ჟურნალისტი.

მშვილდოსანი
მხოლოდ ორიგინალურობა და სიახლე, არავითარი რუტინა! ამ ნიშნის წარმომადგენლებს დიდ კოლექტივში მუშაობა მოუხდებათ. მშვილდოსანს უყვარს ხარჯვა, აი, ფულის გამომუშავება კი ცოტა არ იყო, პრობლემატურია. მშვილდოსანი ამჯობინებს, იყოს დამოუკიდებელი და არ გაჩერდეს ერთ სამსახურში დიდი ხნით, რაც მის კარიერულ ზრდაზე აისახება.

თხის რქა
ამ ნიშნის წარმომადგენლებს არ ეშინიათ შრომის, მთავარია, კარგი შემოსავალი ჰქონდეთ. თხის რქა ვერ იტანს, როცა ვინმე ცდილობს, მის მუშაობაში ჩაერიოს, ამიტომ ირჩევს სამსახურს, სადაც მარტოს მოუწევს მუშაობა. მისთვის კარგი ვარიანტია ცალკე ოთახი დიდ და ხმაურიან ოფისში. იდეალური პროფესიები: მწერალი, მეცნიერი, სოციოლოგი.

მერწყული
მერწყულს არ აქვს დიდი ქონების მოხვეჭის სურვილი, ასევე არ არის ამბიციური კარიერულ საკითხში. მაგრამ სამსახურს მის ცხოვრებაში ბოლო ადგილი არ უჭირავს, თანაც თუ ეს მას იდეებისა და სურვილების განხორციელებაში ეხმარება.

თევზები
თანდაყოლილი ნიჭით დაჯილდოვებული თევზები ცდილობენ იპოვონ ბალანსი თავიანთი შესაძლებლობების გამოყენებასა და ფულის გამომუშავებას შორის. ხშირად, ამ ნიშნის წარმომადგენლები ინტუიციას უფრო ენდობიან, ვიდრე ლოგიკას. პროფესიის არჩევისას მათთვის კარგი ვარიანტია: ასტროლოგი, ქირომანტი, მკურნალი, მხატვარი.