საკვანძო ფრაზა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

საკვანძო ფრაზა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
ასტროლოგიაში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი საკვანძო ფრაზა აქვს, რომელიც ნებისმიერ პიროვნებას მოკლედ და ზუსტად ახასიათებს.

ვერძი
”მე ვარ”. ეს ადამიანის ლიდერულ თვისებებზე და მყარ პრინციპებზ მეტყველებს.

კურო
”მე ვფლობ”. ნამდვილად, კურო მაღალ მგრძნობელობას ფლობს, ამასთან გარკვეულ მატერიალისტობას, სიჯიუტესა და სტაბილურობის ქონის სურვილს.

ტყუპები
”მე ვფიქრობ”. ტყუპებს დიდი გონებრივი პოტენციალი აქვთ. მათ ცნობისმოყვარეობა, მეტის შეცნობის სურვილი გამოარჩევს.

კირჩხიბი
”მე ვგრძნობ”. ამ ადამიანებს მძლავრი ინტუიციის გრძნობა აქვთ და ყველაფერს ისრუტავენ.

ლომი
”მე შემიძლია”. ლომები ნათელ მიზანს ისახავენ და მის მისაღწევად უკან არაფერზე იხევენ. და რა თქმა უნდა, საკუთარი თავით ამაყობენ.

ქალწული
”მე ვაანალიზებ”. ეს ქალწულის საყვარელი საქმიანობაა - ანალიზი და ნებისმიერი ქმედების ახსნა, რაც მას ნაკლები შეცდომების დაშვებაში ეხმარება.

სასწორი
”მე ვინარჩუნებ ბალანსს”. მომხიბვლელი სასწორები ხშირად სტაბილური არ არიან, ამიტომაც ეძებენ ჰარმონიასა და წონასწორობას ყველაფერში.

მორიელი
”მე მსურს”. ვნებიან მორიელს ყველაფრის შესწავლა სწყურია. მშვენიერია, განსაკუთრებით, თუ ეს გრძნობებს ეხება.

მშვილდოსანი
”მე მესმის”. მშვილდოსანი ყველაფერს ფილოსოფიურად უდგება და ცდილობს სირთულეებშიც კი პოზიტივი დაინახოს.

თხის რქა
”მე ვიყენებ”. თხის რქა წარმოუდგენლად შეუპოვარია. მიზნის მისაღწევად ყველა მეთოდს იყენებს.

მერწყული
”მე ვიცი”. მერწყულისთვის მთავარია თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყველაფერში. თავდაჯერებულია და გამოირჩევა ამოცანის შესრულების არასტანდარტული მიდგომებით.

თევზები
”მე მჯერა”. თევზები - დიდი ფანტაზიორები არიან, ამასთან, სწამთ არარეალური სურვილების ასრულების. მთავარია, გჯეროდეს, და ყველაფერი გამოგივა!