წინასწარმეტყველება: როგორი იქნება თქვენი ქორწინება ჩვენს წინაპრებზე დაყრდნობით?
რა უნდა იცოდეს პატარძალმა? არსებობს უამრავი განმსაზღვრელი ნიშანი იმისა, თუ რამდენად წარმატებული გამოდგება თქვენი მომავალი ქორწინება. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა ყოველივე ეს ცრუ რწმენად მიიჩნიოს, თუმცა ჩვენი წინაპრები მრავალი საუკუნის მანძილზე აკვირდებოდნენ მოვლენათა სხვადასხვანაირ განვითარებას და მათი შეჯამებით ერთ საბოლოო დასკვნასა და აზრს აყალიბებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანი 21-ე საუკუნის შვილები ვართ, ბევრ ჩვენგანს ამ ნიშნების, ვარაუდებისა და წინასწარმეტყველებების ჯერაც კი სჯერავს...
ქორწინება ქალბატონების ცხოვრებაში ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან, საოცნებო დღედ. სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ გოგონებს სურთ არა მხოლოდ გათხოვება, არამედ გრანდიოზული ცერემონიის მოწყობა, რომელიც მათ მთელი ცხოვრება დაამახსოვრდებათ.
რა თქმა უნდა ყველა ქალბატონის სურვილი სიყვარულით გათხოვებაა. თითოეული მათგანი ოცნებობს მამაკაცზე, რომელიც არ იქნება ლოთი, უსაქმური და მას საკუთარი ცოლი ყველაზე და ყველაფერზე მეტად ეყვარება. სწორედ ამიტომ ჩვენი წინაპრები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ ნიშნებს, რომელიც ვლინდებოდა ქორწილამდე რამდენიმე კვირით ადრე და განსაზღვრავდა წყვილის მომავალს. შეიძლება ბევრ თქვენგანს ყოველივე ეს სასაცილოდაც კი მოგეჩვენოთ, თუმცა გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ სწორედ ამ ნიშნების გამო ძალიან ბევრი ქორწილი ჩაშლილა...
ჩვენი წინაპრების მიერ შეგროვებული ნიშნები, რომელთა შესახებ ყველა პატარძალმა უნდა იცოდეს:
° თუ პატარძალს ხშირად უსველდება წინსაფარი სამზარეულოში ტრიალის დროს, მას ალკოჰოლიკი მეუღლე ეყოლება, ან ქორწინება უბრალოდ წარუმატებელი გამოდგება.
° სარეცხის ან ჭურჭლის დარეცხვის დროს თუ პატარძალს მუცლის მიდამო უსველდება, მაშინ მას ასევე ალკოჰოლიკი, ლოთი მეუღლე ეყოლება.
° ასევე ამბობდნენ, რომ თუ ქალბატონი სიარულის დროს წყალს დააქცევდა, მისი მეუღლე ნამდვილი "ღორი" იქნებოდა.
კიდევ მეტი ცრუ რწმენა და ქორწინების წარუმატებლობის ნიშნები ჩვენი წინაპრებისგან, რომელთა ჭეშმარიტებაში მათ ეჭვი არ ეპარებოდათ:
° ინგლისში ცუდ ნიშნად ითვლება ქორწინების გამოცხადება თვის პირველ მეოთხედში და თავად ქორწინების ცერემონიის ჩატარება თვის მეორე მეოთხედში.
° ასევე ძალზედ დიდ უბედურებას განაპირობებს წყვილის ურთიერთობისთვის მაისის თვეში ქორწინება.
° რუსეთში, წყვილის ურთიერთობისათვის ბედნიერების მომტან ნიშნად ითვლებოდა მარიამობის დღესასწაულის შედმეგ ქორწინება.
გარდა ყოველივე ზემოთ ხსენებულისა, ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ თუ ქორწილის დღეს წამოვიდოდა წვიმა ან თოვლი, მაშინ ახლადშექმნილ ოჯახს ბარაქა არასდროს მოაკლდებოდა...
ამბობენ, რომ პატარძალმა აუცილებლად უნდა წაიღოს თან ორი ნივთი: ერთი ახალი და ერთიც ძველი. ძველი ნივთი მან აუცილებლად უნდა გამოართვას დედას, რომელიც მისი ახალი ოჯახური ცხოვრების თილისმანი და ბედნიერების მომტანი იქნება. მეორე, ახალი ნივთი კი პატარძალმა უნდა გამოართვას უცნობ ქალბატონს, რომლის ქორწინებაც წარმატებული გამოდგა. ორივე ეს ნივთი ახალი ბედნიერი ოჯახის სიმბოლოა...
° არ შეიძლება ქორწინების ცერემონიის დროს ბეჭდის ძირს დაგდება - ეს აღნიშნავს ხანმოკლე ოჯახურ თანაცხოვრებას.
° ქორწინების დროს ახლადშეუღლებული წყვილის მეგობრები დარაჯობდნენ, რომ მათ შორის ვინმეს არ გაევლო, ან ვინმეს მათთვის გზა არ გადაეკვეთა - ყოველივე ეს აგრეთვე ხანმოკლე ოჯახური თანაცხოვრების სიმბოლოა...
° მამაკაცმა თავისი ცოლი პირველ ჯერზე უნდა შეიყვანოს ხელში აყვანილი თავიანთ ახალ სახლში - ეს ბედნიერების მომტანი ნიშანია.
ქორწინების განმსაზღვრელი ნიშნები თვეების მიხედვით:
° იანვარი - ჩვენი წინაპრები მიიჩნევდნენ, რომ არ ღირდა ამ თვეში ქორწინება, რადგან ეს უბედურების მომტანი ნიშანია.
° თებერვალი - მშვიდობა და ურთიერთშეთანხმებული ცხოვრება.
° მარტი - მოგიწევთ უცხო მიწაზე ცხოვრება.
° აპრილი - თქვენი ბედნიერება არ იქნება მუდმივი, არამედ - ცვალებადი.
° მაისი - მთელი ცხოვრება მოგიწევთ ტირილი.
° ივნისი - შესანიშნავი დრო ქორწინებისათვის. მთელი თქვენი ცხოვრება თაფლობის თვისავით იქნება.
° ივლისი - სიხარული და ბედნიერება მთელი ცხოვრება.
° აგვისტო - მეუღლეს უბრალოდ გაღმერთებული ეყოლებით და იგი გაგიჟდება თქვენზე.
° სექტემბერი - მტკიცე ურთიერთობა.
° ოქტომბერი - მოგიწევთ გარკვეული დაბრკოლებების გადალახვა.
° ნოემბერი - ფინანსური წარმატება თქვენი და თქვენი მეწყვილის ცხოვრებაში.
° დეკემბერი - წინაპრების ვარაუდით დეკემბრის თვეში ქორწინება ყველაზე კარგია. ასეთ შემთხვევაში თქვენ ყოველ წელს უფრო და უფრო გიყვარდებათ მეუღლე.
წინასწარმეტყველება წელიწადის სხვადასხვა დროის მიხედვით:
° ქორწინება ზამთარში - უამრავი ფინანსური ხარჯები.
° ქორწინება გაზაფხულში - სიყვარული და ბედნიერება.
° ქორწინება ზაფხულში - სითბო და სიყვარული ოჯახურ ურთიერთობაში.
° ქორწინება შემოდგომას - გულწრფელი და მტკიცე კავშირი.
წინასწარმეტყველება კვირის დღეების მიხედვით:
° ქორწინება ორშაბათ დღეს - სიმდიდრე.
° ქორწინება სამშაბათ დღეს - ჯანმრთელობა.
° ქორწინება ოთხშაბათ დღეს - იღბალი, წარმატება.
° ქორწინება ხუშაბათ დღეს - დანაკლისი.
° ქორწინება პარასკევ დღეს - მყარი ურთიერთობა.
° ქორწინება შაბათ დღეს - იმედგაცრუება.
° ქორწინება კვირა დღეს - მუდმივი სიყვარული.
გახსოვდეთ, რომ ყოველივე ზმოთ ხსენებული მხოლოდ ჩვენი წინაპრების ვარაუდებია. სულაც არ აქვს მნიშვნელობა იმ ფაქტს, თუ წელიწადის რომელ დროს, რომელ რიცხვში, ან კვირის რომელ დღეს დაქორწინდით... უბრალოდ გიყვარდეთ ერთმანეთი და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება...