ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც შესაძლოა არასოდეს დაქორწინდეს

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც შესაძლოა არასოდეს დაქორწინდეს
იყო ვინმეს ცოლი/ქმარი - აშკარად ყველასთვის არ არის. ზოგიერთს ცივი ოფლი ასხამს იმაზე გაფიქრებისას, რომ შესაძლოა ერთი ადამიანისთვის მოუწიოს ცხოვრების მიძღვნა. სხვებს აქვთ შიიში, რომ მათი ოჯახური ცხოვრება ისეთივე საინტერესო არ იქნება, როგორც დაოჯახებამდე.
ვერ იტყვი, რომ ამ 4 ნიშანს არ უმართლებს სიყვარულში, უბრალოდ, ხანგრძლივი ქორწინება არ გამოსდით.

ვერძი

ვერძებს ცხოვრების საკუთარი წესები და სტანდარტები აქვთ. იშვიათად მიდიან კომპრომისზე სასიყვარულო ურთიერთობებში ჰარმონიის გამო. აი, რატომ არ გამოსდის ურთიერთობა პოტენციურ პარტნიორებთან.
”მე” - ვერძების პრიორიტეტია, არასოდეს დაუმთობს საკუთარ თავს სხვა ადამიანს. მხოლოდ საკუთარ თავს აფასებს, სხვები კი მასში ეგოისტს ხედავენ.

ტყუპები

ტყუპები უდიდესი მოსაუბრეები არიან, ძალიან მომხიბვლელები და თავდაჯერებულები. მაგრამ როცა საქმე ხანგრძლივ ურთიერთობაზე მიდგება, აღმოაჩენთ, რომ სიტყვებს ვერ პოულობენ, აზრს ვერ გადმოსცემენ. ტყუპებს ძალიან უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ სერიოზული ურთიერთობების ტვირთის აღება არ შეუძლიათ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ცხოვრებას, აფასებენ სიმარტოვეს, უყვართ შემთხვევითი გაცნობა, მაგრამ აშინებთ სერიოზული ურთიერთობები. მშვილდოსანი თავისუფლებას და დამოუკიდებლობას აფასებს და გრძნობს, რომ ურთიერთობა ახრჩობს და ხელს უშლის დასახული მიზნების მიღწევაში.

მერწყული

მერწყულს მოსწონს ღრმა და ინტიმური კავშირების დამყარება. მაგრამ ხანგრძლივი ურთიერთობა მისთვის მეტისმეტია. მას ცვალებადი ხასიათი აქვს: არასოდეს იცი, რას ფიქრობს ამ წამს და რას მოიმოქმედებს მომდევნო წამს. სწორედ ამიტომ გაურბიან მას პარტნიორები. შეიძლება ამჟამად ყველაფერი კარგად იყოს, შემდეგ კი თავს იჩენს მერწყულის სპონტანურობა და ყველაფერი ინგრევა.