5 საკულტო მოდური ნივთი, რომლებმაც ქალების სამყარო შეცვალა

5 საკულტო მოდური ნივთი, რომლებმაც ქალების სამყარო შეცვალა
თანამედროვე გოგონას ქუსლიანი ფეხსაცმლისა და კოლჰოტების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ტრენდები ერთმანეთს ცვლიან, ეს ნივთები კი უცვლელად რჩება ჩვენთან, მცირედი ვარიაციებით. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე საბაზო ნივთის მიმოხილვას. წარმოუდგენელია, მაგრამ ერთ დროს ქალებს არ ჰქონდათ მათი ფლობის ფუფუნება...

კაპრონის კოლჰოტები


ქალის კოლჰოტების წარმოშობის მიზეზი მოკლე კაბებზე მოდა გახდა. ე.წ. ჩულქები ფეხებს ამ შემთხვევაში სრულად ვერ ფარავდა. ამერიკელი მსახიობი და მოცეკვავე, ენ მილერი, ერთ-ერთი პირველი ქალი გახლდათ, ვინც ეს აქსესუარი მოირგო და კინოეკრანებიდან მოდაში შემოიტანა.

პატარა შავი კაბა

კოკო შანელის გენიალურ გამოგონებას პირველად შუქი სადღესასწაულო მიზეზით არ უხილავს. ეს გახლდათ ტრაური ბოი კეპელზე, რომელიც ლაჟვარდოვან სანაპიროზე ავტოავარიაში დაიღუპა. შანელს ოფიციალური ტრაურის ტარება არ შეეძლო, რადგან კეიიპელი ცოლიანი იყო. ფრანგული მაღალი საზოგადოება ამ კაბას დასცინოდა და მას ”ანეკდოტს, კაზუსს” უწოდებდა. მაგრამ სულ რაღაც 6 თვის შემდეგ შანელმა სწორედ ამ კაბის უამრავი შეკვეთა მიიღო.

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი
გასული საუკუნის 50-იან წლებში კლასიკური მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი სწორედ ისეთი გახდა, როგორსაც ჩვენ დღეს ვართ მიჩვეულნი. პარიზელმა მოდელიორმა, როჟე ვივიერმა ქუსლი 8 სანტიმეტრამდე გაზარდა, ცხვირი კი წვეტიანი გახადა. მოგვიანებით, სალვატორე ფერაგამომ მერილინ მონროს სპეციალურად შეუკერა ფეხსაცმელი ფილმისთვის ”ჯაზში მხოლოდ გოგონები არიან”, რომლის ქუსლის სიმაღლეც უკვე 10 სანტიმეტრამდე გაიზარდა. დღესდღეობით ასეთი ფეხსაცმელი ნებისმიერი ქალის გარდერობის განუყოფელი ნაწილია.

ჩანთა-კლატჩი
პირველი კლატჩები ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში გაჩნდა. ქალებს რბილი თასმიანი ტომსიკები ეკავათ, რომელსაც მაჯაზე იკიდებდნენ. პირველი კლატჩები ისეთი პატარა იყო, რომ მათ ძვირფასი მასალისგან ამზადებდნენ და მინოდიერებს უწოდებდნენ. მე-19 საუკუნეში მოდაში უკვე გარკვეული ფორმის კლატჩები შემოვიდა თასმების გარეშე და ეს მოდელები უფრო ელეგანტურად გამოიყურებოდა. კრისტიან დიორის წყალობით, კლატჩი new look-ის განუყოფელი ნაწილი გახდა და მოდის სამყაროში საპატიო ადგილი დაიმკვიდრა.

ბიუსტჰალტერი პუშ-აფ
1994 წელს ბიუსტჰალტერის ისტორიაში ნამდვილი რევოლუცია მოხდა. სწორედ მაშინ გამოიგონეს მოდელი Wonderbra (საოცარი ლიფი, რომელიც მკერდს მაღლა წევდა და მიმზიდველ ფორმას აძლევდა). ის 40 დეტალისგან შედგებოდა და ფუშ-აფის ეფექტს სპეციალური ჯიბეების წყალობით აღწევდა. ჯიბეებში სილიკონისგან და პარალონისგან დამზადებული პატარა ბალიშები თავსდება.