ადამიანის ხასიათის განსაზღვრა სისხლის ჯგუფის მიხედვით

ადამიანის ხასიათის განსაზღვრა სისხლის ჯგუფის მიხედვით
იაპონელი მეცნიერების მტკიცებით ადამიანის სისხლის ჯგუფს შეუძლია ბევრი რამე მოგვითხროს მისი ხასიათისა და ზოგადად დამახასიათებელი თვისებების შესახებ. როგორც აღმოჩნდა, იმის ცოდნით, თუ სისხლის რომელი ჯგუფი აქვს თქვენ მეგობარს, შეგიძლიათ შეიტყოთ ბევრი რამ მის შესახებ. მაგალითად აქვს, თუ არა მას ლიდერობისკენ მიდრეკილება, რამდენად აინტერესებს მას სხვა ხალხის აზრი და ა.შ. მოდი ვცადოთ და უკეთესად გავერკვიოთ ამ საკითხში.

I ჯგუფის სისხლი აღმოაჩინეს 50 ათასი წლის წინათ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ნეანდერტალელები ველურ მცენარეებსა და ცხოველების ლეშებს ჭამდნენ... ამ ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანების მოკლე დახასიათება: თქვენ ხშირად კიდებთ ხელს ახალ საქმიანობებს, თუმცა ძალზედ იშვიათად მიგყავთ ბოლომდე რომელიმე მათგანი, მაგრამ ყოველთვის ახერხებთ ისეთი ადამიანის პოვნას, ვინც თქვენ გვერდში დაგიდგებათ და დაგეხმარებათ, ხოლო თავად უბრალოდ მიღებული შედეგით დატკბებით. თქვენგან შესანიშნავი ხელმძღვანელი დადგება, თუმცა ამავდროულად ძალიან ცუდი მუშახელი... თქვენ ცხოვრებისეულად ლიდერი ხართ და თქვენთვის რთულია იმ პირობებში მუშაობა, როდესაც ვიღაც მითითებებს გაძლევთ. თქვენს ცხოვრებას საფუძვლად აქტიურობა უდევს. სწორედ ამიტომ ამ ჯგუფის წარმომადგენელთათვის ყველაზე დიდი სასჯელი უსაქმურად ლოგინზე წამოგორებაა...

II ჯგუფის სისხლი ოდნავ მოგვიანებით, დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 20 ათასი წლით ადრე აღმოაჩინეს. თქვენ ფარული ლიდერი ხართ. თქვენ არასდროს ერთვებით ღია კონფლიქტში და ყოველთვის ერგებით არსებულ გარემოებას. თქვენ უბრალოდ ურთიერთობისთვის ხართ შექმნილი და შეგიძლიათ ნებისმიერი საქმის მოგვარება ერთი-ორგან გადარეკვით, რის გამოც თქვენ გაფასებენ. ამ ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს სუსტი რეპროდუქციული სისტემა აქვთ და ისინი ხშირად ცივდებიან. ასევე ამ ადამიანებს პერიოდულად აწუხებთ ღბიძლის შეშუპება.

III ჯგუფის სისხლი აღმოაჩინეს ჩვენს წელთაღრიცვამდე 15 ათასი წლის წინათ. პირველად ამ ჯგუფის სისხლი აღმოაჩინეს მონღოლოიდურ რასაში. ასეთი ადამიანები მიდრეკილები არიან სამსახურისკენ, რომელიც მოითხოვს გამძლეობას, მოთმინებასა და სიზუსტეს. პუნქტუალურობა და პედანტურობა - აი რა წარმოადგენს თქვენი ცხოვრების ფუნდამენტს, საძირკველს. ამ ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანისგან დადგება კარგი ბანკირი, იუველირი, ნეიროქირურგი და ეკონომისტი. III ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები მიდრეკილები არიან საჭმის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემებისკენ და ასევე ხშირად იტანჯებიან სურდოთი...

IV ჯგუფის სისხლი სულ რაღაც 1000 წელია, რაც აღმოაჩინეს. შეიძლება ითქვას, რომ ის ძალზედ ახალგაზრდაა. ამ ჯგუფის სისხლი ძალზედ იშვიათობაა. სტატისტიკური მონაცემებით იგი დამახასიათებელია მხოლოდ ადამიანების 5 პროცენტისთვის. ამ ადამიანებისთვის შეუპოვრობას უბრალოდ საზღვარი არ გააჩნია. თქვენგან გამოვა შესანიშნავი მეცნიერი, გამომგონებელი და არქივარიუსი (არქივის გამგე). ამ ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებმა შეიძლება თქვენი შეუპოვრობით მიაღწიოთ ისეთ მწვერვალებს, რაც ადამიანების უმეტესობას არც კი დაესიზმრება... თქვენს სისუსტ წერტილებად ითვლება ელენთა, სახსრები და სმენის ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები.