მე დეტექტივი: თქვენი აზრით რომელი ადამიანი შეიძლება გიმალავდეთ სიმართლეს?

მე დეტექტივი: თქვენი აზრით რომელი ადამიანი შეიძლება გიმალავდეთ სიმართლეს?
სამწუხაროდ ადამიანები რომლებიც გარს გვახვევიან ყოველთვის გულწრფელები და გულახდილები არ არიან. ზოგიერთ მათგანს შეუძლია თვალებშიც გიყუროთ და ისე მოგატყუოთ. როგორ ფიქრობთ მარტივია თქვენი მოტყუება?

გირჩევთ გაიაროთ ტესტი და შეიტყოთ რამდენად ყურადღებიან ხართ თქვენს გარშემო მყოფების მიმართ და რას აქცევთ ყურადღებას პირველ რიგში.

მაშ ასე თქვენს წინაშეა ოთხი ამოუცნობი პიროვნება. ერთ-ერთი მათგანი გარკვეულ ინფორმაციას გიმალავთ. როგორ ფიქრობთ რომელი შეიძლება იყოს ეს ადამიანი? - გამოიყენეთ ინტუიცია და ამოირჩიეთ მხოლოდ ერთი მათგანი.


  1. ქალი ლურჯ ფონზე.
    თქვენ ბრძენი ადამიანი ბრძანდებით და ყოველთვის ცდილობთ ყველაფერი რამოდენიმე ნაბიჯით წინ გათვალოთ. თქვენ ერთი შეხედვით შეგიძლიათ დაინახოთ, თქვენს წინაშე მდგომი ადამიანის ნამდვილი ზრახვები. თქვენი მოტყუება საკმაოდ რთულია, რადგან ყოველთვის ამჩნევთ ყველაზე მცირე წვრილმანებსაც კი.


  2. მამაკაცი მწვანე ფონზე
    თქვენ შესანიშნავი ინტუიცია გაქვთ, ის ყოველთვის გკარნახობთ საუკეთესო გადაწყვეტილებას. თქვენ ხშირად ამჩნევთ იმას, რაც უცხო თვალისთვის დაფარულია. ყოველთვის ახერხებთ ამოიცნოთ ადამიანების ნამდვილი ბუნება, თუმცა ბევრი ცდილობს გამოიყენოს თქვენი უნარები. თქვენ უნდა ისწავლოთ უარის თქმა ასეთი ადამიანებისთვის.


  3. ქალი ყვითელ ფონზე
    თქვენ ყურადღებას პირველ რიგში თანამოსაუბრის მიმიკაზე და ჟესტებზე ამახვილებთ. თქვენი მახვილი მზერა საშუალებას გაძლევთ მეტი შეიტყოთ ადამიანის შესახებ. თქვენ საკმაოდ მარტივად ამოიცნობთ მატყუარას. თუმცა ამის მიუხედავად, ხშირად ეხმარებით მათ ვინც თქვენს მიმართ გულწრფელი არ იყო. გირჩევთ სანამ ასე მოიქცეოდეთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ.


  4. მამაკაცი წითელ ფონზე
    თქვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ადამიანების ურთიერთქმედებას აქცევთ. ასევე ყურს უგდებთ ადამიანის ხმის ტემბრს. სწორედ ამ ხერხით შეგიძლიათ ამოიცნოთ მცირე ტყუილიც კი. თქვენ სხვისი სულების კარგი წამკითხველი ხართ, თუმცა საკუთარს მალავთ გულდასმით. თქვენი ამოცნობა საკმაოდ რთულია.