კვების რაციონის შედგენა სისხლის ჯგუფის მიხედვით. გახდომის იდეალური პროგრამა!

კვების რაციონის შედგენა სისხლის ჯგუფის მიხედვით. გახდომის იდეალური პროგრამა!
ზედმეტი წონა - თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა. ''ჯადოსნური'' დიეტების რიცხვი მატულობს, თუმცა ამ დიეტებით კმაყოფილი ადამიანების რიცხვი რეგრესს განიცდის. იდეალური ფიგურის მოსაპოვებლად, ჩვენ მივმართავთ გარკვეულ აკრძალვებს, უარს ვამბობთ საყვარელ პროდუქტებზე, ვეწერებით სპორტ-დარბაზში, ვიყენებთ ანტიცელულიტურ კრემებს და ა.შ.


სინამდვილეში, ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გზა სისხლის ჯგუფის მიხედვით სწორი კვების რაციონის შედგენაშია. დიატა, რომელსაც დღეს ჩვენი რედაქცია შემოგთავაზობთ, შეიმუშავა ექიმ პიტერ დ'ადამომ, რომლის თქმითაც, სისხლის ჯგუფი ადამიანის ბიოლოგიური ბუნების შეცნობის გასაღებია.

დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით

ექიმი ისტორიული და სამედიცინო კვლევების შედეგებიდან გამომდინარე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თავდაპირველად ჩვენს წინაპრებს მხოლოდ ერთი, საერთო ჯგუფის სისხლი ჰქონდათ, ხოლო დანარჩენი ჯგუფები ევოლუციასთან და კვების ახალი წყაროების გამოჩენასთან ერთად წარმოიშვა.

ყოველივე ეს დაახლოებით შემდეგნაირად გამოიყურებოდა: როდესაც ადამიანებმა მოკიდეს ხელი მიწადმოქმედებას და თესვას, მათ გაუჩნდათ ახალი სახეობის საკვები. ასე ადამიანებმა შეიძინეს II ჯგუფის სისხლი, ხოლო კლიმატის ცვლილებისა და მეცხოველეობის შედეგად წარმოიქმნა III ჯგუფის სისხლი.

რაც შეეხება IV ჯგუფს, ექიმის მოსაზრებით, ის მხოლოდ 1,5 ათასი წლის წინათ წარმოიშვა II და III სისხლის ჯგუფების შერწყმით.

1. I (0) ჯგუფის სისხლი.
პიტერ დ'ადამოს რწმუნებით, სისხლის ამ ჯგუფის მქონე ადამიანების კვების რაციონი მაქსიმალურად უნდა იყოს გამდიდრებული თევზითა და ხორცით, რადგან ნადირობა და თევზაობა ჩვენი წინაპრების მთავარ საქმიანობას წარმოადგენდა. წითელი ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული, ხილი, წითელი ღვინო, ჩაი - ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომლებსაც სასარგებლო გავლენა აქვს ამ ადამიანების ორგანიზმზე.

სისხლის ამ ჯგუფის მქონე ადამიანებმა წონის დაკლების მიზნით, მაქსიმალურად უნდა შეზღუდონ მიღებული მარცვლეულის, ლობიოს, კომბოსტოს, ყვავილოვანი კომბოსტოს, კარტოფილის, ციტრუსის, ხილისა და ნაყინის მიღება.

2. II (A) ჯგუფის სისხლი.
სისხლის ამ ჯგუფის მქონე ადამიანებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება ვეგეტარიანული დიეტის დაცვაა. მსგავსი დიეტა მთლიანად გამოაჯანმრთელებს მათ ორგანიზმს. თუ თქვენ სწორედ ამ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებით, პერიოდულად შეგიძლიათ გაამდიდროთ საკუთარი კვების რაციონი ქათმისა და ინდაურის ხორცით.

იმისთვის, რომ ზედმეტი კილოგრამები უკვალოდ გაქრეს, მაქსიმალურად მოერიდეთ ხორცს, შოკოლადს, შაქარს, ნაყინსა და არაქისის კარაქს. მაქსიმალურად ხშირად მიირთვით ბოსტნეულის სალათები. შავი ჩაი ხელს შეუწყობს თქვენი გახდომის პროცესს.

3. III (B) ჯგუფის სისხლი.
სისხლის ამ ჯგუფის მქონე ადამიანებს ძალიან გაუმართლათ! მათ შეუძლიათ თამამად მიირთვან პრაქტიკულად ყველაფერი, თუმცა გონივრული რაოდენობით. გახდომის მიზნით, უკეთესი იქნება თუ იტყვით უარს ხორბალზე, სიმინდზე, პომიდორზე, არაქისზე, წიწიბურაზე, ღორის ხორცზე და ტომატზე.

4. IV (AB) ჯგუფის სისხლი.
ყველაზე იშვიათი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანები რთულად აღიქვამენ ცილებს. ექიმის რეკომენდაციით, ამ ადამიანებმა მაქსიმალურად უნდა შეზღუდონ კვების რაციონში წითელი ხორცის, ლობიოს, სიმინდის, წიწიბურას, პილპილის და მზესუმზირის რაოდენობა. უკეთესი იქნება, თუ საკუთარ კვების რაციონს გაამდიდრებთ მწვანე ბოსტნეულით, ზღვისა და რძის პროდუქტებით.

ის ადამიანები, რომლებმაც გამოცადეს ამ სქემის მიხედვით კვება, ამბობენ, რომ თავს გაცილებით უკეთ გრძნობენ და სასწორზე დადგომისას სხვაობა შესამჩნევია.