7 მარტივი რამ, რასაც მამაკაცები მოითხოვენ ურთიერთობისგან. დავნაძლევდეთ ყოველივე ამის შესახებ არც გიფიქრიათ!

7 მარტივი რამ, რასაც მამაკაცები მოითხოვენ ურთიერთობისგან. დავნაძლევდეთ ყოველივე ამის შესახებ არც გიფიქრიათ!
ნებისმიერ ჟურნალში შეგიძლიათ წაიკითხოთ უამრავი სტატია იმის შესახებ, თუ რა სურთ ქალებს, თუმცა ჯერ კიდევ გამოცანად რჩება ის, თუ რა უნდათ და რას მოითხოვენ მამაკაცები ურთიერთობისგან. მგონი უკვე დროა გავხსნათ ყველა კარტი და გავერკვიოთ ერთხელ და საბოლოოდ, თუ რას ელიან მამაკაცები ჩვენგან...

წაიკითხეთ და იქეცით იდეალად თქვენი საყვარელი მამაკაცისთვის...

1. მამაკაცს სურს, რომ თქვენს გმირად იგრძნოს თავი.
მამაკაცებს არ სურთ, რომ ისინი უბრალო ადამიანებად დარჩნენ, არამედ მათი მიზანია, რომ ნამდვილ სუპერმენებად იქცნენ... დიახაც, ქალბატონებს უნდა სჯეროდეთ, რომ მათ საყვარელ მამაკაცს შეუძლია ფრენა და ტყვიების ხელით დაჭერა... ისინი მზად არიან ხელის გულზე გვატარონ მთელი ცხოვრება და ეს მთელ მსოფლიოს დაანახვონ. ქალბატონებო, თუ მამაკაცს მიანიჭებთ იმ შეგრძნებას, რომ იგი დაუმარცხებელია, მაშინ მის თვალში თქვენ სამყაროში ყველაზე ლამაზ არსებად იქცევით...

2. სითბო, ყურადღება და სიყვარული...
ქალბატონებო გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია მამაკაცისთვის ძალიან ხშირად იმის შეხსენება, თუ რამდენად გიყვართ იგი... მესმის, რომ დიდი ხანია რაც თინეიჯერული ასაკიდან გამოხვედით, თუმცა ამ ფაქტს სხვა კუთხით შეხედეთ. განა რა არის ცუდი იმაში, რომ საყვარელ მამაკაცს ძალიან ხშირად გაუმეოროთ ისეთი თბილი სიტყვა, როგორიცაა "მიყვარხარ"? გახსოვდეთ, რომ რაც არ უნდა დიდი და დაკუნთული იყოს თქვენი მეორე ნახევარი მას მუდმივი ყურადღება, სითბო და სიყვარული ესაჭიროება ისევე, როგორც პატარა ბავშვებს...

3. ნუ დამალავთ რამეს, იყავით გულწრფელები...
ძალიან ბევრი ქალბატონი არ ხსნის ყველა კარტს მისი საყვარელი მამაკაცის წინაშე და ბევრ რამეს შიშის შეგრძნების გამო მალავს. ყოველ ჯერზე, როდესაც სათქმელს არ ამბობთ და მას გულში იკლავთ, როდესაც იტყუებით და რაღაცას მალავთ თქვენ უზარმაზარ კედელს, ბარიერს აშენებთ თქვენსა და თქვენი მეორე ნახევრის შორის. თუ გსურთ, რომ თქვენი ურთიერთობა მტკიცე და მყარი გამოდგეს, მაშინ იგი უნდა დააფუძნოთ გულწრფელობაზე, ნდობაზე და ურთიერთგაგებაზე... ქალბატონებო გახსოვდეთ, რომ მამაკაცებს ძალიან უნდათ თქვენი შინაგანი სამყაროს შეცნობა და შესწავლა.

4. განუმეორებელი სექსი...
სექსი საყვარელ ადამიანთან არა უბრალოდ კარგი სექსია, არამედ რაღაც უნიკალური განცდაა, შეგრძნებაა... წარმოიდგინეთ ქალბატონების ნაწილი სამსახურში თავს მოიავადმყოფებს იმ მიზნით, რომ უფროს ადრე გამოენთავისუფლოს და საყვარელ მამაკაცთან მთელი დღე ლოგინში, სიყვარულში გაატაროს... ეს ისეთი კავშირია, რომელიც ვერ იარსებებს ისეთ ადამიანთან, ვინც მთელი არსებით არ გიყვართ...

5. კომუნიკაცია.
მამაკაცები ვერ იგებენ ნამიოკებს და სურთ, რომ მათთან პირდაპირად ისაუბროთ. სიცხადე, გარკვეულობა - ეს ორი რამ აუცილებელია მამაკაცებისთვის. მეტიც, მათ დიდ ნაწილს ინსტრუქცია და სია სჭირდებათ, თუ რას მოვითხოვთ ქალბატონები მათგან.

6. ოფლიანობა...
მამაკაცების გადმოსახედიდან ძალზედ სექსუალურია ის ფაქტი, თუ როგორ კავდებიან ისინი საყვარელ ქალბატონთან სპორტიტ. მათ მოსწოონთ, როდესაც ხედავენ, თუ როგორ ოფლიანობს ქალბატონი მის სხეულზე მუშაობისას. ეს ძალიან სექსუალურია!

7. საკუთარი ცხოვრების ქონა...
დიახ, არ მოგესმათ... ეს ყველა მამაკაცის სურვილია, თუმცა ამის შესახებ თავად არცერთი მამაკაცი არ გეტყვით, რადგან ამის თქმა უბრალოდ რთულია... რა თქმა უნდა გამონაკლისებიც არსებობენ, თუმცა მამაკაცების უმრავლესობას სურს, რომ თქვენ თქვენი საკუთარი ცხოვრება, მეგობრები და გართობა გქონდეთ, თუმცა ყოველივე ამაში მან მხარი უნდა დაგიჭიროთ და თქვენი ცხოვრების ნაწილად იქცეს, მაგრამ ამავდროულად ქალბატონმა არ უნდა დაკარგოს ინდივიდუალურობა...

სულ ეს იყო! გაითვალისწინეთ ეს რჩევები, თუ გსურთ, რომ საყვარელმა მამაკაცმა მთელი მსოფლიოს დასანახად ხელის გულზე გატაროთ...