რა სურთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენელ ქალებს

რა სურთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენელ ქალებს
FPAPARAZZI გთავაზობთ გაიგოთ, თუ როგორი მამაკაცის ყოლა სურთ გვერდით ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელ ქალებს.

ვერძი
ქალ-ვერძს გვერდით ნამდვილი რაინდის ყოლა სურს, რომელიც მის განსაკუთრებულობას ხაზს გაუსვამს და ნებისმიერ სიტუაციაში მხარს დაუჭერს. გარეგნულად ის ასეთია: თმის ფერს მნიშვნელობა არ აქვს, სიმაღლე და ათლეტური აღნაგობა კი აუცილებელია.

კურო
ქალი-კურო მუდმივად ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს, რომელიც 50 წლის ასაკშიც კი პატარა ბიჭივით იქცევა და რომელიც ყოველ დღეს დღესასწაულად აქცევს. შინაც კი არ მოიწყენენ: ერთად მოამზადებენ ეგზოტიკურ კერძებს, ერთად გარეცხავენ ჭურჭელს. მოკლედ, ეს გახლავთ საზრიანი ახალგაზრდა, რომელიც ქალს გააბედნიერებს.

ტყუპები
ქალ-ტყუპებს სურთ გვერდით ძლიერი ხასიათის მქონე მამაკაცი იხილონ, რომელსაც საკუთარი ემოციების კონტროლი შეუძლია. მასში ის საიმედო მეგზურს ხედავს, რომელთანაც აღზრდის შვილებს, დაკავდება ხელოვნებით, ან უბრალოდ გაუძღვება საშინაო საქმეებს.

კირჩხიბი
ქალ-კირჩხიბს სჩვევია სიტუაციის გაკონტროლება, ამიტომ გვერდით ინტელიგენტი და წესიერი მამაკაცის ყოლა სურს. უაზრო ერთჯერადი ურთიერთობები მას არ აინტერესებს, ის ამ დონემდე არ დაეშვება. აფასებს პარტნიორის ღირსებებს და მისი ერთგულია.

ლომი
ქალი-ლომი იდეალად მიიჩნევს მამაკაცს, რომელიც მის ღირსებებს სათანადოდ დააფასებს. ის აქტიური და ოპტიმისტური უნდა იყოს, შეუქმნას რჩეულ ქალს სიმყუდროვე და არ მოაკლოს მზრუნველობა. მისთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორთან ერთსულოვნება იგრძნოს.

ქალწული

ქალი-ქალწული სიზნაზესა და სიკეთეს აფასებს, ამიტომაც მისი საოცნებო მამაკაცი რაინდული მანერებით გამოირჩევა. ის ყურადღებიანი და მზრუნველია, სიტყვებს კი არ ისვრის - საქმეებს აკეთებს. ნებისმიერ სიტუაციაში ხაზს უსვამს მის ქალურობას და სინატიფეს.

სასწორი
ქალ-სასწორებს კარგი გარეგნობის მამაკაცები იზიდავს. ის კარგად უნდა აკონტროლებდეს ემოციებს, კარგი გემოვნება და მაღალი ინტელექტი უნდა ჰქონდეს. ქალწულის გულს სამუდამოდ მოიპოვებს მამაკაცი, რომელიც მხარს დაუჭერს მას არა სიტყვით, არამედ, ქმედებებით.

მორიელი

ქალი-მორიელი კარგად აცნობიერებს, თუ რა სურს და მიჰყვება მიზანს ბოლომდე, სანამ ისეთ მამაკაცს არ იპოვის, რომელზეც ოცნებობდა. მის რჩეულს საზოგადოებაში ადგილი უნდა ჰქონდეს დამკვიდრებული, ნებისმიერ სიტუაციაში თავისი ორიგინალური აზრი უნდა გააჩნდეს. ადრე თუ გვიან, მის გზაზე ასეთი მამაკაცი ჩნდება, და მაშინ მორიელი ბოლომდე მიეცემა ოჯახსაც და სამსახურსაც.

მშვილდოსანი
ქალი-მშვლდოსანი აფასებს გარეგნობასაც და შინაგან თვისებებსაც. ამ შერწყმას ის დიდ ხანს ეძებს. მუქთმიანი იქნება ის თუ ქერა - მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ მშვილდოსანმა მისი ერთგულება იგრძნოს.

თხის რქა
თხის რქა თავის თაყვანისმცემლებს დისტანციაზე ამყოფებს. პარტნიორი პატივს უნდა სცემდეს მის დამოუკიდებლობისადმი მისწრაფებას. მოსწონს სერიოზული მამაკაცები, რომლებიც ოჯახს მატერიალური და სულიერი კომფორტით უზრუნველყოფენ.

მერწყული
ქალი-მერწყული პარტნიორს აიძულებს, ერთად განიცადონ გრძნობათა მთელი კასკადი. ხასიათის ხშირი ცვალებადობა და აზრის შეცვლა მას კიდევ უფრო აღაფრთოვანებს და უფრო სწრაფად მიილტვის თავისი ოცნებისკენ. მერწყული ეძებს ერთგულ, ელეგანტურ და ლამაზ მამაკაცს.

თევზები
ქალი-თევზები ოცნებობენ, რომ მათ გვერდით მათზე უფროსი მამაკაცი იყოს, რომელიც კომფორტსა და ფუფუნებას არ მოაკლებთ. უყვართ სიცოცხლისუნარინი, ხალისიანი, ჭკვიანი და ძლიერი მამაკაცები.