რა აიძულებს კაცს, უთხრას ქალს ”მე შენ მიყვარხარ!”
ქალს ხანდახან სიყვარულის ახსნას აიძულებს უხერხული პაუზა, ან უბრალოდ, განწყობა. მამაკაცისთვის მსგავსი სისუსტეები უცხოა.
თუკი ის ქალს სიყვარულს უხსნის, მაშინ ამას შემდეგი მიზეზები აქვს : ა) მან ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტა, რომ უყვარხართ; ბ) ის საკუთარ მოტივაციას მისდევს.
მოდი, გავარკვიოთ, მაინც რა აიძულებს კაცს, უთხრას ქალს "მე შენ მიყვარხარ":
პირველი მიზეზი – ეს თქვენ ხართ. ქალები ხშირად იძულებულს ხდიან მამაკაცებს, რომ სიყვარული აუხსნან. როგორ? ხშირ შემთხვევაში, თავად ქალს სურს თქვას ეს სიტყვები, მაგრამ ვერ ბედავს, პირველი ხომ არ გამოუტყდება კაცს სიყვარულში?! "ასე არ არის მიღებული"! ამიტომაც ქალი აიძულებს კაცს, გამოუტყდეს სიყვარულში და წარმოთქვას მისთვის სანუკვარი სიტყვები.
მეორე მიზეზი – ეს სექსის საფასურია. სიყვარული=სურვილს. ამ შემთხვევაში ქალებს კი არ ატყუებენ, არამედ მამაკაცები დიდი სიამოვნებით იტყუებენ თავს. თუკი ამ სიტყვების საფასურად სექსს მიიღებ, რატომაც არა, რა უდგას წინ თქმას "მე შენ მიყვარხარ"!
მესამე მიზეზი – მამაკაცი ფილანტროპია. არსებობენ ასეთი "მოსიყვარულე" მამაკაცებიც. როგორც წესი, მათი სიყვარული მთელ კაცობრიობაზე ვრცელდება და ხშირად ქველმოქმედებას ემსგავსება. თუკი მამაკაცში ამდენი სიყვარული ეტევა, მაშინ რატომ არ უნდა აჩუქოს ის სიყვარულს მოწყურებულ ქალებს? მიიღო თუ არა სიყვარული, როგორც ქველმოქმედება და თან გაუყო ის სხვებს, თქვენი გადასაწყვეტია, ქალბატონებო.
მეოთხე მიზეზი – თქვენი შინაგანი სამყაროა. ქალს სურს, იყოს ლამაზი, მაგრამ უნდა, რომ სულ სხვა თვისებების გამო უყვარდეთ. მამაკაცს შეუძლია უყვარდეს ქალი, როგორც მეგობარი, აღფრთოვანდეს მისი ბუნებითა და ჭკუით, მაგრამ ხანდახან ასეთ დროს მამაკაცის სიყვარულზე სჯობს უპასუხოთ მხოლოდ მეგობრობით.
მეხუთე მიზეზი – შიშია. მამაკაცს ეშინია თქვენი დაკარგვის. ან უბრალოდ, თქვენი ეშინია. პირველ შემთხვევაში სიყვარულის ახსნა შეიძლება გავიგოთ, როგორც ავანსი.
მეექვსე მიზეზი – სტრესი. ერთადერთი შემთხვევაა, გარდა ალკოჰოლიანი თრობისა, როცა მამაკაცს გულწრფელად შეიძლება აღმოხდეს "მე შენ მიყვარხარ". დაღლილ და დასტრესილ მამაკაცსაც სურს, თბილ მკერდში ჰპოვოს ”მყუდრო სავანე”.