მერილინ მონროს უნიკალური მომხიბვლელობისა და სექსუალურობის 8 საიდუმლო

მერილინ მონროს უნიკალური მომხიბვლელობისა და სექსუალურობის 8 საიდუმლო
1. სიარულის მანერა
მერილინ მონროს სექსუალურ სიარულის მანერაზე ლეგენდები დადის. ამბობენ, რომ ის ერთი ფეხსაცმლის ქუსლს ამოკლებდა.
მსახიობის სიტყვებით, სწორედ ამ ხრიკის მეშვეობით, სხეული განსაკუთრებულ მომხიბვლელობასა და მიხვრა-მოხვრას იძენდა, რაც მამაკაცებს აგიჟებდა. მთავარია, ამ ხრიკის დროს აუჩქარებლად იაროთ.

2. მკვეთრი ფერის ტუჩები
"რაც უფრო მკვეთრია პომადა, მით მეტი შანსი გაქვს, რომ მოგისმენენ", - ხუმრობდა ვარსკვლავი და ყველა ქალს ურჩევდა, თუ გსურთ მიაღწიოთ მიზანს, წაისვით კაშკაშა პომადა. მერილინ მონროს ერთ-ერთი საიდუმლო იყო: იმისათვის, რომ ტუჩები უფრო დიდი და მიმზიდველი გამოჩნდეს, პომადის წასმისას გადასცდი ოდნავ ტუჩის ბუნებრივ კონტურს.

3. სავსე მკერდი
მერილინმა იცოდა, რომ მამაკაცები, პირველ რიგში, ქალის გარეგნობას აქცევენ ყურადღებას. მნიშვნელობა არ აქვს, საქმიანი შეხვედრა გაქვს თუ გასართობ საღამოზე ხარ მისული. ყურადღების მთავარი ზონა – დეკოლტეა.
იმისათვის, რომ მკერდი უფრო მიმზიდველი და შესამჩნევი გამხდარიყო, მერილინი ბიუსტჰალტერში ბამბას იტენიდა. სწორედ ამის წყალობით მისი მკერდი ბუნებრივი და სავსე ჩანდა. რა თქმა უნდა, სილიკონის გარეშე.

4. სუფთა, ოდნავ შეფაკლული კანი
მერილინი ყოველ დილით სახეს ყინულის კუბით იწმენდდა. ეს მსახიობს დასვენებულ და გამოძინებულ იერს აძლევდა, თუნდაც მთელი ღამის უძილარი ყოფილიყო.

5. იდეალური კანი თვალის ირგვლივ
მსახიობი თვლიდა, რომ თვალის ირგვლივ კანი – ქალის ის ადგილია, რომელსაც შეუძლია მისი ასაკი გასცეს. ამიტომაც სახის ამ მონაკვეთს ის განსაკუთრებულად უვლიდა. ჩაინიშნეთ: მერილინი ყოველ დილა-საღამოს თვალის ირგვლივ კანს გაყინული რძით იწმენდდა.

6. მომაჯადოებელი წამწამები
არასოდეს უგულებელყოთ წამწამების ტუში, თუკი გსურთ, კარიერასა და პირად ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოთ. მერილინი იხვევდა წამწამებს და ამას დამოუკიდებლად აკეთებდა. როგორ? ჯერ სპეციალური მაშით აიპრეხდა, ხოლო შემდეგ ისვამდა ტუშს.

7. ქალურობა და სექსუალურობა
მერილინი ყურადღებას აქცევდა არა მხოლოდ სხეულსა და სახეს, არამედ საკუთარ ქალურობასა და სექსუალურ ენერგიასაც. ვარსკვლავი რეგულარულად იყო დაკავებული სექს-ფიტნესით.

8. მრავალფეროვანი გარდერობი
"იმისათვის, რომ მამაკაცმა არ დაკარგოს ინტერესი, ხშირად იცვალე საღამურები", - ხუმრობდა მერილინი. ამ ხუმრობაში კი დიდი წილი სიმართლეა.
სტატიის წყარო:marao.ge