10 რამ, რაზეც მამაკაცებს "ჭკუა ეკეტებათ"
როგორც გაირკვა, ფუშფუშა მკერდი, ჩამოთლილი ფეხები და დაბერილი ტუჩები ყველა მამაკაცს არ მოსწონს. შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რას მიიჩნევს ძლიერი სქესი ქალში სექსუალს. თურმე, ჩვენე ქალებს, სულ სხვა წარმოდგენა გვქონია მამაკაცების გემოვნებაზე.
მეხუთე ზომის მკერდი ყველა მამაკაცს არ ხიბლავს. უმეტესობას პატარა, მაგრამ ლამაზი ფორმის მკერდი მოსწონს. მკვრივი მკერდი მამაკაცისთვის ახალგაზრდობასთან და სექსუალურობასთან ასოცირდება. ძველად, მომცრო მკერდი, ქალის დიდგავაროვნებაზე მიუთითებდა.
მამაკაცის სუსტი წერტილი ფეხშიშველი ქალი ყოფილა. უფრო სწორად, ტერფებმოშიშვლებული ქალი. ძველად, როცა ქალები გრძელ კაბებს ატარებდნენ, მხოლოდ ტერფი მოუჩანდათ შიშველი. დღესაც კი შიშველი ტერფის გამოჩენა უფრო მეტად აღაგზნებს მამაკაცს ვიდრე მთლიანად მოშიშვლებული ფეხი.
როგორც გაირკვა, მამაკაცს პატარა ამობურცული მუცელი უფრო უყვარს ქალში, ვიდრე მისი პრესი. დაკუნთული მკლავები, ფეხები და მუცლის პრესი შეიძლება ლამაზია, მაგრამ მამაკაცებს ლოგინში მრგვალფორმიანი, გემრიელი ქალი უფრო გააბედნიერებს.
ვინ გითხრათ, რომ მამაკაცები ჭკუას კარგავენ ქალის სექსუალურ, რთულ საცვლებზე. მათ ბუნებრივი, ვთქვათ კოტონის თეთრეული უფრო მოსწონთ, რადგან ის ბუნებრიობასთან ასოცირდება.
მამაკაცთან პაემანზე თუ ჩიტივით იკენკებით და დიეტაზე ყოფნით, კალორიების დათვლით ტვინს უჭამთ, ამ მამაკაცს შეიძლება აღარასდროს შეხვდეთ. გახსოვდეთ, მამაკაცებს მადიანი გოგონები მოსწონთ. ისინი, ვინც გემრიელად მიირთმევენ. მამაკაცების აზრით, ქალი როგორც მიირთმევს, ისეთიც ლოგინშია.
ვინ იფიქრებდა, რომ სათვალე, მამაკაცებში სექსუალურ იმპულსებს იწვევს. ერთი ჯგუფის მამაკაცების აზრით, სათვალის მიღმა ქალი სუსტი ჩანს და მას დაცვა ესაჭიროება. მეორე ჯგუფის აზრით, - სათვალიდან საქმიანი, საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი იმზირება და ეს ძალიან სექსუალურია.
მამაკაცებს აღიზიანებთ ქალის გამყინავი, მჩხავანა ხმა. მათ მშვიდი საუბარი და სექსუალური ხმა იზიდავთ.
მამაკაცები ჭკუას კარგავენ სკოლის ფორმის მაგვარ მოკლე კაბაზე. ასეთი კაბის პატრონი მათ ახალგაზრდა, დაუცველი ჰგონიათ. მის გვერდით საკუთარ თავსაც სექსუალურ და მიმზიდველ მამაკაცად გრძნობენ.
მამაკაცების კიდევ ერთი სისუსტე, დაუცველობის სიმბოლო - მოშიშვლებული მხრებია. მათი აზრით, მხრებმოშიშვლებულ ქალს უნდა მოეხვიო და საძინებლისკენ გააქანო.
დესერტად კი ქალის სურნელს განვიხილავთ. მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ მამაკაცს აღაგზნებს არა ის სურნელი, რომელსაც ქალი იპკურებს, არამედ ის, რომელსაც იგი ბუნებრივად გამოჰყოფს