ანა ახვლედიანის ცხოვრების დეტალები - ქართველი მოდელი მსოფლიო მომავლით
ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ მოდელ ანა ახვლედიანს კიდევ მეტი პერსპექტივა ელის წინ. ამაზე ის გამოხმაურებებიც მეტყველებს, რაც მსოფლიო მასშტაბით მოჰყვება მის წარმატებებს.
ამჯერად მასზე ცნობილმა ინგლისურენოვანმა გამოცემამ დაწერა, რომელიც ხშირად უთმობს გვერდებს წარმატებულ ქართველებს მოდის სამყაროში.
ანა ახვლედიანი''ბრეივ მოდელ მენეჯმენტის'' მოდელია. ქუთაისელი 19 წლის ანა საგანგებო კასტინგზე შეარჩიეს. არადა, როგორც თვითონ ამბობს, არასოდეს უოცნებია მოდელობაზე - ჯინსსა და კედებში გამოწყობილი მთელ დროს სწავლასა და სკეიტბორდზე სრიალს უთმობდა. ბებიის თხოვნით მივიდა იტალიური სააგენტოს მიერ მოწყობილ კასტინგზე და შეარჩიეს კიდეც.
მერე იყო გამგზავრება იტალიაში, მუშაობა ცნობილ სააგენტოებსა და ფოტოგრაფებთან. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია პოპულარული მოდის ჟურნალი''ელი'' და ცნობილი ფოტოგრაფის ნიკოლა ბორისოვის აღიარება.
მან ანა ხუთასამდე პროფესიონალ მოდელს შორის აარჩია დოლჩე და გაბანას სარედაქციო სტატიისთვის. სწორედ ბორისოვმა უწოდა ანას ლივ ტაილერისა და ბიანკა ბალტის ნაზავი.
მართლაც, ანა ძალიან დახვეწილი და ლამაზია და პროფესიონალურად პოზირებს. მისი წარმატების შესახებ მაშინ ბევრი გამოცემა წერდა, რომ ჩვეულებრივი ქართველი სტუდენტი გოგონა''დოლჩე და გაბანას'' სახლის ფავორიტი გახდა.
ანა წარმატებულად იპყრობს სამოდელო სამყაროს, მუშაობს საქართველოში სხვადასხვა დიზაინერსა და მოდურ ჟურნალთან, ასევე მილანსა და პარიზში განთავსებულ სამოდელო სააგენტოებთან.
მან გახსნა თბილისის მოდის კვირეულზე ანუკი არეშიძის 2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენება. არის რამდენიმე ბრენდის სახე. თებერვალში ანას სილამაზე მეზობელ აზერბაიჯანშიც დააფასეს და ცნობილი გამოცემის გარეკანზე აღმოჩნდა.
ანას წარმატებებზე ბევრს ლაპარაკობს მისი აგენტი და სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელი გიორგი პაპიძე. ისიც ერთ-ერთი წარმატებული ქართველია საზღვრებს გარეთ. გიორგი''ბრეივ მოდელ მენეჯმენტის'' წარმომადგენელია, უშუალოდ მუშაობს ამ სააგენტოს პოპულარულ მოდელებთან, სახელი ასევე გაითქვა ბიანკა ბალტისთან თანამშრომლობითა და მეგობრობით.