10 კარდინალური ცვლილება, რომელიც განხორციელდა მსოფლიო რელიგიებში დროთა განმავლობაში

10 კარდინალური ცვლილება, რომელიც განხორციელდა  მსოფლიო რელიგიებში დროთა განმავლობაში
ისლამი არის ლოიალურად განწყობილი მუჰამედის გამოსახულებების მიმართ.



ისლამის მამისა და დამაარსებლის კარიკატურები მასობრივი მკვლელობებისა და დარბევების მიზეზი ხდებოდა. მე-13 საუკუნეში ისლამელმა მხატვრებმა დაიწყეს მათი შემქმნელის კარიკატურებითა და ნახატებით ვაჭრობა. მხოლოდ მე-15 საუკუნეში გაჩნდა მოსაზრება, რომ მუჰამედის გამოსახულება ითვლებოდა მკრეხელობად, თუმცა მაშინაც კი აკრძალვა მხოლოდ მუმაჰამედის სახეზე განხორციელდა, ანუ მხატვრებს და მოქანდაკეებს შეეძლოთ ნებისმიერი სცენის შექმნა, თუმცა ამ სცენაზე არ უნდა გამოჩენილიყო შემოქმედის სახე.

ინდუიზმი.



ინდუიზმი არსებობდა მრავალი ასწლეულის მანძილზე, ჯერ კიდევ იქამდე სანამ სხვა მსოფლიო რელიგიები დაიბადებოდა. მთავარი განსხვავება ქრისტესშობამდე 2 000 წელს არსებულ ინდუიზმსა და დღევანდელ ინდუიზმს შორის ისაა, რომ უწინ ადამიანის მსხვერპლშეწირვა ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა.

იესო ქრისტეს თავდაპირველ სურათს არაფერი არ აქვს საერთო მის დღევანდელ სურათთან.



მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, თუ როგორ გამოიყურებოდა იესო, ხალხის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ის გრძელთმებიანი და წვერებიანი იყო. მისი ეს სურათი იმდენად პოპულარულია, რომ მას ქრისტიანული სამყაროს ყველა წერტილში შეხვდებით. პირველი 300 წლის განმავლობაში ხალხის მოსაზრებით იესო სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. 2014 წელს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს იესო ქრისტეს გამოსახულება ესპანეთში, რომელიც მე-4 საუკუნისაა. გრავიურა მინის ფირფიტაზე გვიჩვენებს, რომ ღმერთის შვილი უწვერებო და მოკლე ხუჭუჭა თმიანი იყო. ასევე მის გვერდით გამოსახულნი იყვნენ პეტრე და პავლე წვერის გარეშე.

ბუდიზმი კრძალავდა ბუდას გამოსახულებას.



ალბათ ბუდიზმი ყველასათვის ასოცირდება მისი დამაარსებლის, სიდჰარტჰი ჰუატამის ქანდაკებებთან. ამ ქანდაკებების არსებობას ჩვენ უნდა ვუმადლოვდეთ უეცარ ცვლილებას ბუდიზმის მხატვრობის სტილში. თავდაპირველად ბუდისტი მხატვრები არასდროს გამსოახავდნენ ბუდას, თუმცა პირველი საუკუნიდან მესამე საუკუნემდე არსებულ შუალედს შორის ჩამოყალიბდა სრულიად ახალი მოსაზრება და ბუდისტმა მოქანდაკეებმა დაუყონებლივ დაიწყეს ბუდას ქანდაკებების კეთება.

კათოლიკე მღვდლებს ჰყავდათ ცოლები და საყვარლები.



კათოლიკური რწმენის ერთ-ერთ მთავარ პრინციპსა და მორალს უბიწოება, უმანკოება წარმოადგენს, თუმცა არსებობს უამრავი დამოწმებული ფაქტი იმისა, თუ როგორი გარყვნილები და ბინძურები იყვნენ კათოლიკე მღვდლები ვატიკანშიც კი. წესით მათ საერთოდ არ უნდა ჰყოლოდათ ცოლები, არათუ საყვალები, არ უნდა მისცემოდნენ გარყვნილებას, თუმცა ისტორიული ფაქტები სრულიად სხვას მოწმობენ...

მუსლიმანი ქალბატონები არ იყვნენ ვალდებულები დაეფარათ საკუთარი სახე.



ყურანში ერთხელაც კი არ არის ნახსენები რაიმე ბურქის შესახებ. ძველ დროში მუსლიმანი ქალბატონები უბრალოდ სიგიჟედ მიიჩნევდნენ საკუთარი სილამაზის დამალვას. ისლამის აღმავლობის პერიოდში ქალები საჭირო ფიგურებად ითვლებოდნენ რელიგიურ წრეებში. თვით მუჰამედიც კი ანდობდა მათ ყველაზე დიდ საიდუმლოებებს. მხოლოდ მე-7 საუკუნეში წარმოიშვა იდეა იმის შესახებ, რომ ქალბატონებს თავიანთი სახე და სილამაზე ჩადრის ქვეშ უნდა დაემალათ. როდესაც მუჰამედის მეომრებმა დაიპყრეს პერსია, იქაური ქალბატონები გამუდმებით ატარებდნენ ჩადრებს და იმის მაგივრად, რომ ახალ ჰალიფებს ეს ტრადიცია მოესპოთ, პირიქით მათ ამ იდეის ფართო მასშტაბებზე გატანას შეუწყვეს ხელი და თავიანთი ქალბატონების სილამაზე ჩადრის ქვეშ დაფარეს.

ქრისტიანობა კრძალავდა ქრისტეს გამოსახულებებს.



ქრისტიანობა თავის საწყის ეტაპზე კრძალავდა ისეო ქრისტეს გამოსახულებების არსებობას მსგავსად ინდუიზმისა. ბრიტანული მუზეუმის დირექტორის რწმუნებით პირველი რამდენიმე ასწლეულის მანძილზე იესო ქრისტეს გამოსახულების ხილვა შეუძლებელი იყო. ქრისტიანები უბრალოდ ცდილობდნენ სულით დაახლოვებოდნენ ქრისტეს და ამისთვის მათ გამოსახულებები საერთოდ არ სჭირდებოდათ.

ისლამი უშვებდა მრავალცოლიანობას.



1300_იან წლებში ებრაულ საზოგადოებაში სავსებით დასაშვები იყო მრავალცოლიანობა. შეიძლება დღეს არცერთი რელიგიისთვის ეს ამორალიზმი არ არის დასაშვები, თუმცა უწინ მრავალცოლიანობა საამაყოდაც კი ითვლებოდა.

ქრისტიანების დამოკიდებულება აბორტის მიმართ რადიკალურად შეიცვალა.



დღეს-დღეობით ქრისტიანული საზოგადოება ერთხმად თანხმდება იმ მოსაზრებას, რომ არ შეიძლება აბორტის გაკეთება, თუმცა თუ გავიხსენებთ ბერძენ ფილოსოფოსებს, მაშინ მკაფიოდ დავინახავთ, რომ უწინ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდათ. მაგალითად არისტოტელე წერდა, რომ ბავშვები იღებენ სხვადასხვა სულს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. თავდაპირველად ისინი ფლობენ ბოსტნეულების სულს, შემდეგ მათში სახლდება ცხოველი სული, საბოლოოდ კი მათში სახლდება ადამიანის სული. ადრეული ეკლესია სავსებით ემხრობოდა ამ მოსაზრებას და ხშირად მიდიოდა იმ თემასთან დაკავშირებით კამათი, თუ როდის ხდებოდა ადამიანი "ჭეშმარიტად სულიერი". რა თქმა უნდა ნაყოფობის პერიოდში ბავშვის სხეულში არ იყო არანაირი სული და აბორტიც სავსებით დასაშვები იყო...