ქალების საუკეთესო გამოგონებები

ქალების საუკეთესო გამოგონებები
საუკუნეების მანძილზე ითვლებოდა, რომ ქალბატონის ერთადერთ ვალდებულებას ოჯახზე ზრუნვა და დიასახლისობა წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ მეცნიერება და სხვა ამგვარი საქმიანობები, მამაკაცების პრიორიტეტად ითვლებოდა, თუმცა რა თქმა უნდა ისტორიაში გამონაკლისებიც არსებობს და ჩვენთვის ცნობილია უამრავი ქალბატონი, რომლემაც დიდი წილი შეიტანა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარებაში.
 
1. ასტროლიაბი.
[b][/b]
 
 
ეს გახლავთ კოორდინატების განმსაზღვრელი მოწყობილობა, რომელიც გამოიგონა მეცნიერმა, მათემატიკოსმა, ფილოსოფოსმა და ასტრონომმა მანდილოსანმა გიპატია ალექსანდრისკაიამ ქრისტეს შობამდე 370 წელს.
 
2. ვარდისფერი შამპანიური.
 
 
1808 წელს ნიკოლ ბარბე კლიკომ გამოიგონა ტექნოლოგია, რომლის მეშვეობიდაც შამპანიური 3 თვეში სრულიად იშორებდა ნადებს და ხდებოდა კრისტალურად სუფთა. ამ გამოგონებაბ დიდი პოპულარობა და აღიარება ჰპოვა.
 
3. წრიული ხერხი.
 
ქალების საუკეთესო გამოგონებები
 
ტაბიტა ბებიტი ძალიან დიდი ხნის მანძილზე აკვირდებოდა კაცებს, თუ როგორ წვალობდნენ ისინი ჩვეულებრივი ხერხის გამოყენებისას. სწორედ ამიტომ მან 1810 წელს შექმნა წრიული ხერხის პროტოტიპი, რომელიც დღეს-დღეობითაც კი ფართოდ გამოიყენება.
 
4. პერისკოპი (ოპტიკური მოწყობილობა მანძილის განსაზღვრელად) წყალქვეშა გემებისათვის.
 
 
ამ მოწყობილობის დახმარებით, რომელიც დააპატენტა 1845 წელს სარა მეტერმა, განისაზღვრება მანძილი დასაკვირვებელ ობიექტამდე.
 
5. ხორცის კონსერვები.
 
 
1873 წელს ნაძეჟდა კოჟინამ ვენაში, მსოფლიო გამოფენის დროს საზოგადოებას გააცნო მეთოდი ხორცის კონსერვების დასამზადებლად, რის გამოც მან დაიმსახურა მედალი.
 
6. სარეცხი მანქანა.
 
 
1886 წელს ჟოზეფინა კოკრეინმა შექმნა მექანიზმი, რომელიც რეცხავდა ჭურჭელს მათი დამსხვრევის გარეშე, თუმცა ამ გამოგონებამ აღიარება მხოლოდ 40 წლის მერე ჰპოვა, როდესაც ხალხმა გაათვითცნობიერა, რომ იგი ერთ-ერთი აუცილებელი და საჭირო ნივთი იყო დიასახლისებისათვის.
 
7. ბიუსჰალტერი.
 
 
1889 წელს ფრანგმა ქალბატონმა ერმინ კადოლმა დააპატენტა პირველი ბიუსჰალტერი, რომელიც მომავალში ქალის გარდერობის აუცილებელ ატრიბუტად იქცა.
 
8. თოვლგამწმენდი მექანიზმი.
 
 
სისუფთავე დაცული უნდა იყოს არა მხოლოდ სახლში, არამედ ეზოშიც. სწორედ ამიტომ 1892 წელს სინტია ვესტოვერმა გამოიგონა სპეციალური მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ქუჩების გაწმენდა თოვლისაგან.
 
9. ფანჯრის მწმენდავი.
 
 
ეს მექანიზმი ფირველად 1903 წელს ქალბატონმა მერი ანდერსონმა გამოიგონა. მისი წყალობით აღარ იყო საჭირო თოვლიან, ან წვიმიან ამინდში მანქანის გაჩერება და მისი ხელით გაწმენდა.
 
10. ყავის ფილტრი.
 
 
პირველი ფილტი-კონუსი ყავისათვის გამოიგონა 1909 წელს მერლიტა სკრუტილამ.
 
11. ავტომობილის ჩამხშობი.
 
 
ეს აკუსტიკური ფილტრი გამოიგონა დოლორეს ჯონსმა 1917 წელს. სწორედ მისი წყალობით ჩვენი გარემომცველი სამყარო უფრო ჩუმი და წყნარი გახდა.
 
12. პამპერსი.
 
 
დიასახლისმა მარიონ დონოვანვმა 1917 წელს გამოიგონა პირველი პამპერსი. ამ დრომდე არსებობდა რეზინის პამპერსები, რომელიც ბავშვს ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნიდა და აზიანებდა კანს.
 
13. შოკოლადის ორცხობილები.
 
 
1930 წელს რუტ უეიკფილდმა გადაწყვიტა გაელღო ერთი ფილა შოკოლადი და შეერია იგი ცომში. ექსპერიმენტი წარმატებით განხორციელდა და შედეგად მიიღო უგემრიელესი ორცხობილა, რომელიც მომავალში ძალიან პოპულარული გახდა.
 
14. Wi-Fi.
 
 
1941 წელს ჰედი ლამარმა გამოიგონა საიდუმლო საკომუნიკაციო საშუალება, რომელიც დღეს Wi-Fi_ის სახელითაა ცნობილი.
 
15. ბრონის ჟილეტი.
 
 
1965 წელს ექიმმა სტეფანი კვოლეკმა გამოიგონა სინთეტიკური მატერია, რომელიც რკინაზე 5 ჯერ ძლიერია. მისმა გამოგონებამ იხსნა ათასობით ადამიანის სიცოცხლე.
 
16. სილიკონი.
 
 
მოქანდაკე პატრისია ბილინგსმა გადაწყვიტა შეექმნა ცემენტის ისეთი დანამატი, რომელიც მის შემოქმედებას დაიცავდა განადგურებისგან. 1970 წელს მან მიაღწია თავის გამოგონებას და შექმნა ბათქაში, რომელიც ძნელად მტვრევადი და ცეცხლგამძე იყო.