სექსის ევოლუცია და დამოკიდებულება მის მიმართ სხვადასხვა ეპოქაში

სექსის ევოლუცია და დამოკიდებულება მის მიმართ სხვადასხვა ეპოქაში
კაცობრიობა უკვე 45 ათასი წელია რაც არსებობს. შესაბამისად ზუსტად ამდენივე წელია, რაც არსებობს სექსი ადამიანებს შორის. სიმართლე იმაშია, რომ წლებისა და საუკუნეების მანძილზე ტრადიციები და შეხედულებები ამ ინტიმურ კავშირთან დაკავშირებით რადიკალურად იცვლებოდა.
დღეს-დღეობით ეს თემა ჩვენთვის აკრძალული აღარაა და უკვე ნებისმიერი სახის ლიტერატურასა, კინოში, თუ ინტერნეტში ვაწყდებით მრავლად სექსუალურ აქტებს. მსოფლიო ისტორიაში სექსს ყოველთვის მნიშვნელობანი ადგილი ეკავა ადამიანების ცხოვრებაში, თუმცა სიმართლე ისაა, რომ დროსთან ერთად მისი როლიც იცვლებოდა, ხოლო თუ როგორ, სწორედ ამის შესახებ გიამბობთ დღეს.

სექსი ძველ საბერძნეთსა და რომში.

სექსის ევოლუცია და დამოკიდებულება მის მიმართ სხვადასხვა ეპოქაში

ძველი ბერძნებისა და რომაელების კლასიკურ ლიტერატურაში საკმაოდ დიდი ყურადღება აქვს დათმობილი სექსს. მიუხედავად ამ ლიტერატურული შედევრების სილამაზისა, იმ დროში ბევრი მზაკვრული რამ ხდებოდა. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ბერძენი ფილოსოფოსის, სოფოკლეს ლიტერატურული ნაწარმოები სახელად "ედიპი", რომელშიც აღწერილია შვილის, სახელად ლაის მიერ მამის მკვლელობა და დედაზე, იოკასატაზე დაქორწინება.

უკვე მე-20 საუკუნეში ზიგმუნდ ფროიდმა გამოსცა წიგნი სახელად "ედიპის კომპლეკსი", რომელშიც მორალური ნორმებია დაცული და მისი წაკითხვის შემდეგ ხალხი აცობიერებს იმას, რომ სექსუალური აქტით დაკავება საკუთარ მშობელთან სამარცხვინოა... თუმცა ძველ მსოფლიოში ყველაფერი რადიკალურად სხვანაირად იყო. მათთვის დასაშვებად ითვლებოდა ჰომუსექსუალიზმი, ზოოფილია, რომელიც განსაკუთრებულად აქტუალური იყო ღარიბ მოსახლეობას შორის, ლეგალიზებური პროსტიტუცია, ინცესტი და ბევრი სხვა ამორალური რამ.

მორალი და ეთიკა - აი რა წარმოადგენს ცივილიზებური საზოგადოების კრიტერიუმებს, თუმცა ძველ სამყაროში აქცენტს სრულიად სხვა რაღაცეებზე აკეთებდნენ. იმ დროისათვის სექსი არ იყო მხოლოდ გამრავლების და განაყოფიერების საშუალება, არამედ მას სხვა ბევრი ფუნქცია ეკისრა. მაგალითად ძველ რომში პატარა ბიჭებს, რომლებიც მიჰყავდათ და ზრდიდნენ მეომრებად, წინ დიდი სექსუალური განათლება ელოდათ. დღეს-დღეობით პედოფილიზმი რა თქმა უნდა ამორალური და მიუღებელია, თუმცა მაშინ ქალბატონებს ძალიან მოსწონდათ პატარა ბიჭუნებთან მოთხოვნების დაკმაყოფილება. გარდა ამისა იმ დროისათვის ქალბატონებს შორის გავრცელებული იყო ჰომუსექსუალიზმი, რადგან მამაკაცები ხშირად ომობდნენ და მათ დრო არ ჰქონდათ საკუთარი ცოლებისთვის. ასევე იმ დროისათვის სექსი ოჯახში ითვლებოდა მხოლოდ თაობების გამრავლების საშუალებად და ისინი არ იყვნენ ორიენტირებულნი სიამოვნებაზე. სწორედ ამიტომ ქალბატონები სიამოვნებას სხვა მეთოდებით იღებდნენ...

ძველ საბერძნეთი დიდი როლი ეთმობოდათ ჰეტეროსექსუალებს, რომლეიბც წარმოადგენდნენ მუზას ხელოვანი ადამიანებისთვის და იყვნენ მდიდარი მამაკაცების საყვარლები. ცნობისთვის სწორედ მათ უნდა ვუმადლოვდეთ, რომ ჩვენამდე ბევრმა ძველმა შედევრმა მოაღწია, რადგან სწორედ ჰეტეროსექსუალები იყვნენ ბევრი ქანდაკებისა და ფერწერული ნამუშევრების ავტორები.

როგორი იყო სექსი შუასაუკუნეებში?



გადავახტეთ რამდენიმე ასწლეულს და აუცილებლად გავუსვათ ხაზი იმ ფაქტს, რომ ცხოვრება შუასაუკუნეებში უბრალოდ აუტანელი იყო. ამ პერიოდს "მკვდარ" ეპოქადაც კი მოიხსენიებდნენ, რადგან ცივილიზაციამ გარკვეული პერიოდით უბრალოდ შეწყვიტა განვითარება. მთელი ევროპა იხრჩობოდა დაავადებებისგან, სიღარიბისგან, კანალიზაციის სუნისგან და ა.შ. რელიგიური ფანატიზმი, შეუბრალებელი, სასტიკი მმართველები, სიკვილით დასჯები, ეპიდემიები, ჯვარცმა და სხვა უამრავი საშინელი რამ გახლავთ დამახასიათებელი შუასაუკუნეებისთვის.

იყო კი საერთოდ სექსი ამ პერიოდში? რა თქმა უნდა კი. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია და მთავრობა კრძალავდა ადამიანებს შორის გადაჭარბებულ სექსუალურ კავშირს, იმ მიზნით, რომ თავიდან აერიდებინათ დემოგრაფიული კატასტროფა და დაავადებები, რომელთა წამალი ჯერ არ გამოეგონათ, ურბალო ხალხი მაინც არ ემორჩილებოდა მათ და სცდებოდა მთავრობის მიერ დაწესებულ საზღვრებს.

გამომდინარე იქიდან, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო, ადამიანები ქორწინდებოდნენ და მშობიარობდნენ 12-13 წლის ასაკში, რაც ასევე უარყოფითად აისახებოდა მათ ჯანმრთელობაზე. მმართველები ასევე ძალიან ხშირად ქორწინდებოდნენ საკუთარ დებზე, რადგან არ დაეკარგათ ეგრედწოდებული "ცისფერი სისხლი", თუმცა რასაკვირველია ნათესაურ კავშირს კატასტროფულად ცუდი შედეგები მოჰქონდა მომავალი თაობის ჯანმრთელობისთვის. ამ დროს ლამაზი ქალბატონების უმრავლესობას უბრალოდ ცეცხლზე წვავდნენ, ხოლო მამაკაცებს ჯვარზე აკრავდნენ, რა თქმა უნდა თუ ისინი საერთოდ გადაურჩებოდნენ გაუთავებელ ომებს. ასევე არ შეგვიძლია ხაზი არ გავუსვათ ამორალურ, ეგრედწოდებულ "ერთგულების საცვლებს", რომელთაც მამაკაცები საკუთრ ცოლებს აცმევდნენ ომში წასვლამდე და გასაღებებს საგულდაგულოდ ინახავდნენ.

იყო კი საერთოდ ადგილი რომანტიული ურთიერთობებისა და ჩვენთვის მისაღები სექსის ფორმა ამ ეპოქაში? კი, რა თქმა უნდა, თუმცა ეს ბედნიერება წილად მხოლოდ მდიდარ და ძლიერ ადამიანებს ხვდებოდათ. ცნობისთვის იმ დროინდელი "ღვთისმსახურები" ყველაზე გარყვნილი ადამიანები იყვნენ და მათ ჰქონდათ სექსუალური კავშირი საკუთარ მოსწავლეებთან და ყოველივე ამას უფლის ნებად მოიხსენიებდნენ...

სექსის ევოლუცია და დამოკიდებულება მის მიმართ.



და აი დადგა ის დრო, რომ ბნელით მოცული შუა საუკუნეების ისტორიაში ნათელი სხვივი შემოიჭრა... რენესანსის, ანუ აღზევების ეპოქაში განხორციელდა უამრავი ახალი სამეცნიერო აღმოჩენა, გაცილებით დიდი ყურადღება დაეთმო არქიტექტურას, ხელოვნებას, ლიტერატურას და ა.შ. შეიცვალა მოდა და ზოგადად ადამიანების ცხოვრბის სტილი... და რა დაემართა სექსს?

მოდი გავიხსენოთ რენესანსის პერიოდის ყველაზე დასამახსოვრებელი გამოცემა - "დეკამერონი", რომლის ავტორიც გახლავთ ჯოვანი ბოკაჩო. წიგნის პერსონაჟები ერთმანეთს უთხობენ სხვადასხვა ისტორებს, სადაც საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა სექსს. წიგნში აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ სექსი ეს არის ინტერესის გამოვლენა ცხოვრების მიმართ, ეს არის თვითშეცნობის, თვითშეფასების ელემენტი და ჰუმანიზმის სიმბოლო. სექსი - ახალი ცხოვრება, ახალი სიხარული და ახალი შესაძლებლობებია. სიტყვა სექსს მოეხსნა ტაბუ, რომელიც მას შუასაუკუნეებში დაედო და მან სრულიად განსხავებული მნიშვნელობა მიიღო. სექსი ითვლებოდა სიამოვნებად, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ყველასთვის.

სექსუალური რევოლუცია მე-20 საუკუნეში.



მე-20 საუკუნეში სექსმა უამრავი ცვლილება განიცადა და ბევრი ეს ცვლილება ჩვენ საკუთარი თვალით ვიხილეთ. ცივილიზაციის განვითარება, ახალი ტექნოლოგიების გამოჩენა და სხვა უამრავი კარგი რამ დამახასიათებელია მე-20 საუკუნისთვის. ყველაზე გასაოცარი კი ის ფაქტია, რომ ამ პერიოდში დაიწყეს სექსის, როგორც მეცნიერების შესწავლა. ამასთან სექსს უხურებდნენ არა მხოლოდ ფიზიოლოგიური, არამედ ფსიქიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.
სექსთან დაკავშირებული პირველი აღმოჩენები განხორციელდა მე-20 საუკუნის დასაწყისში. სექსის ისტორიის შესწავლამ თანამედროვე ადამიანი მიიყვანა იმ აზრამდე, რომ საჭირო იყო ახალი მორალური და ეთიკური ნორმების დაწესება, ტაბუს დადება გარკვეულ თემებზე, სპეციალური ტერმინოლოგიისა და ექიმების გაჩენა, რომლებიც ძირფესვიანად შეისწავლიდნენ ამ თემას. სწორედ ამ დროს გამოჩნდა კონტრაცეპციის საშუალებები, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო. ასევე კინომატოგრაფიის განვითარებასთან ერთად ძალიან დიდი პოპულარობა ჰპოვა პორნოგრაფიამ და ეროტიკამ.

როგორია სექსი ჩვენს დროში?



ციფრული ტექნოლოგიის განვითარებამ ძალიან დიდი მნიშვნელობა იქონია სექსუალური ცხოვრების ევოლუციაზე. უპირველეს ყოვლისა სექსი გახდა ხელმისაწვდომი. პარტნიორის პოვნა ერთი ღამით დღეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან საჭიროა მხოლოდ შეხვიდეთ სპეციალურ საიტზე და ... გარდა ყოველივე ამისა სექსუალური განათლებისა და ინფორმაციის მიღება დღეს ისევე ადვილია, როგორც ვაშლის ნამცხვრის რეცეპტის გაგება.

21-ე საუკუნეში ყველა ადამიანს შეუძლია დაკავდეს სექსით. პარტნიორის მოძებნა დღეს იმდენად მარტივი გახდა, რომ ბევრი ადამიანისთვის ინტიმურობამ ძველი ფასეულობა დაკარგა. თუმცა ჩვენი დროის მთავარი პლიუსი იმაში მდგომარეობს, რომ სექსი აღარ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.