გაინტერესებთ რომელ ადგილზეა საქართველო სექსუალურად აქტიური ქალებით მსოფლიო რეიტინგში?
პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მეტი სექსუალურად აქტიური ქალი თურმე უზბეკეთში ცხოვრობს – 64,7%, ყველაზე ნაკლები – ტაჯიკეთში (44,7%). ასეთი დასკვნები გამოიტანეს გენდერულმა ექსპერტებმა. რომლებმაც პოსტსაბჭოთა სივრცის 11 ქვეყანაში ქალების რეპროდუქტიული ჯანმრთელობის სტატისტიკა შეადარეს ერთმანეთს. რეიტინგი შედგა იმ ქალების საერთო რაოდენობით, რომლებიც აღიარებენ, რომ ბოლო 4 კვირის განმავლობაში ერთხელ მაინც ჰქონდა სქესობრივი კავშირი. ამ შეკითხვაზე დადებითი პასუხი ყველაზე მეტმა უზბეკეთში გასცა – 64,7%-მა. საქართველო ბოლოდან მეორე ადგილზე აღმოჩნდა – რეიტინგის მიხედვით ჩვენი ქვეყნის რეპროდუქტიული ასაკის ქალბატონების 47,6%-ს ჰქონდა ამ შეკითხვაზე დადებითი პასუხი.
რეიტინგი სრულად ასეთია:
1. უზბეკეთი
2. რუსეთი
3. უკრაინა
4. ყაზახეთი
5. მოლდოვა
6. ყირგიზეთი
7. თურქმენეთი
8. აზერბაიჯანი
9. სომხეთი
10. საქართველო
11. ტაჯიკეთი
შედარებისთვის, იორდანია ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ყველაზე მეტი სექსუალურად აქტიური ქალია – 84,9%, აი ნამიბიაში კი ყველაზე ნაკლებია – 38,4%.
კვლევის შედეგების თანახმად, ყველაზე მეტი სექსუალურად აქტიური ქალი 25-44 წლის ასაკობრივ კატეგორიაშია, შემდეგ მოდის 45-49 წელი, ყველაზე ნაკლები კი – 15-24 წლის ასაკობრივ კატეგორიაში.
კვლევით ისიც დადგინდა, რომ განათლების უფრო მაღალი დონის მქონე ქალები სექსუალურად უფრო აქტიურები არიან იმათთან შედარებით, ვისაც მხოლოდ დაწყებითი განათლება აქვს.
და კიდევ, რეიტინგში გამოყენებული იყო კვლევის მონაცემები, რომელიც დსთ-ს ქვეყნებში 1999-დან 2012 წლამდე, სხვადასხვა პერიოდში ჩატარდა. რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იყო მოსახლეობის სოციალური გამოკითხვა Demographic and Health Surveys-ის (DHS) მეთოდით.