მსოფლიო რეკორდსმენი სიამის ტყუპები, რომელთა ისტორია შემაძრწუნებელია (ფოტოები+ვიდეო)
ვიყოთ გულწრფელები და ვაღიაროთ, რომ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მადლიერნი იმისთვის, რომ შეგვიძლია სიარული, სირბილი, აუზში ცურაობა და სხვ. სიამის ტყუპებისთვის: რონისა და დონისთვის ზემოთ ჩამოთვლილი სიამოვნებები უდიდეს ძალისხმევასთან და ენერგიასთანაა დაკავშირებული.
64 წლის რონი და დონი ნამდვილი რეკორდსმენები არიან. ისინი დღეს-დღეობით ითვლებიან ყველაზე უფროს სიამის ტყუპებად მსოფლიოში. უწინ ეს რეკორდი ეკუთვნოდათ 1877 წელს დაბადებულ სიამის ტყუპებს: ჯაკომოსა და ჯოვანის, რომლებმაც 63 წელი იცოცხლეს.
რონისა და დონის შემთხვევა ერთ-ერთი უშვიათესი მოვლენაა მედიცინის თვალსაზრისით. ძმების თქმით ექიმები ამბობდნენ, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ დიდხანს ცხოვრებას. მათი მშობლები ყოველ ღამეს იმის შიშით იძინებდნენ, რომ სიამის ტყუპები დილით ცოცხლები აღარ იქნებოდნენ.
"რონი და დონი თითქოს ერთ მთლიანობას წარმოადგენენ , თუმცა ამ დროს ჩვენ საქმე გვაქვს ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განასხვავებულ პიროვნებასთან" - ყვება მათი უმცროსი ძმა ჯიმი.
ძმებს ორ-ორი ხელი და ფეხი აქვთ. მათ აერთიანებთ წელი...
რონი და დონი გარკვეული პერიოდით ცირკშიც კი მოღვაწეობდნენ, თუმცა ძმები 1991 წელს ასე ვთქვათ პენსიაზე გავიდნენ.
რა აძლევთ მათ იმის ძალას, რომ იცხოვრონ ასეთ რთულ პირობებში? პასუხი ძალიან მარტივია: საყვარელი ხალხისა და ოჯახის წევრების სითბო და მზრუნვალება, ასევე განუსაზღვრელი სიყვარული ერთმანეთის მიმართ.
იხილეთ ვიდეო: