ადამიანები, რომლებიც სხეულის ანომალიების გამო მედიცინის ისტორიაში დარჩნენ - შოკისმომგვრელი ფოტოები

ადამიანები, რომლებიც სხეულის ანომალიების გამო მედიცინის ისტორიაში დარჩნენ - შოკისმომგვრელი ფოტოები
დღეს ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ანომალიები გახშირდა. ბუნების შეცდომები გასულ საუკუნეებშიც ფიქსირდებოდა და ეს ფოტოებიც სწორედ ამას მოწმობს. წარმოგიდგენთ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდნენ. მათ უმძიმესი პათოლოგიების მიუხედავად, შეძლეს ნორმალური ადამიანებივით ეცხოვრათ.

1. ელა ჰარპერი. მას "ადამიანი აქლემის" მეტსახელით იცნობდნენ

გოგონამ ეს სახელი ხერხემლის უმძიმესი პათოლოგიის გამო მიიღო - ფეხები შეიძლება ითქვას, უკუღმა ება. სიარული კი მხოლოდ ოთხზე შეეძლო. ელა მთელი ცხოვრების განმავლობაში ცირკში მუშაობდა და საკმაოდ მაღალანაზღაურებადი მსახიობიც გახლდათ. იმ დროს კვირაში 200 დოლარი სერიოზული თანხა იყო.

ადამიანები, რომლებიც სხეულის ანომალიების გამო მედიცინის ისტორიაში დარჩნენ - შოკისმომგვრელი ფოტოები

2. ფენი მილსი მეტსახელად "დიდფეხა გოგონა"

ფენის დაავადებას ლიმფოსტაზი ჰქვია - ეს ლიმფული სისტემის პათოლოგიაა, რის შედეგადაც ფეხები უზარმაზარი ხდება. გოგონას ტერფის სიგრძემ 43 სანტიმეტრს მიაღწია.



3. მორის ტილერი - "ფრანგი ანგელოზი"

ბავშვობაში მას აკრომეგალია დაუდგინეს - ეს დაავადება ტვინში ჰიპოფიზის ჯირკვლის ფუნქციას არღვევს, რის შედეგადაც პათოლოგიურად იზრდება თავის ქალა, ტერფები და ხელის მტევნები. ამის მიუხედავად, ეს ადამიანი საზოგადოებისგან არ გარიყულა. მორისი 1900-იან წლებში ორგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა კრივში,
1940 წელს კი - კინოვარსკვლავი.


4. ფრენკ ლენტინი - სამფეხა კაცი

ფრენკი სამი ფეხით დაიბადა. რაც მთავარია, მესამე ფეხი ისევე სრულფასოვნად ფუნქციონირებდა, როგორც დანარჩენი ორი. ანომალია განუვითარებელმა სიამის ტყუპმა განაპირობა. ფრენკი ცირკის დასის მსახიობი იყო. მესამე ფეხს კი ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ ცოლიც შეერთო და 2 შვილიც გაეჩინა მასთან.




5. ჯინ ლიბერა

ის ნამდვილად უნიკალური ადამიანი იყო, რომელსაც ჯერ კიდევ დედის საშვილოსნოში "მიეწება" პარაზიტული სიამის ტყუპი. ჯინის გულ-მკერდის რენტგენის სურათის გადაღებისას ექიმებმა მასში პატარა, 15 სმ. დიამეტრის თავი აღმოაჩინეს. ლიბერამ თავის ტყუპისცალს სახელიც დაარქვა - ჯეკი.


სტატიის წყარო:ambebi.ge