10 წლის წინ ექიმებმა გააცალკევეს ეს სიამის ტყუპები. ნახეთ, როგორ გამოიყურებიან ისინი ახლა!
როდესაც ადამიანები პირველად ხედავენ ები და იზაბელ კარლსონებს, ისინი ვერც ხვდებიან, რაოდენ უნიკალური გოგონები არიან მათ წინაშე. ტყუპებს უყვართ ცელქობა, დადიან სკოლაში, თამაშობენ მეგობრებთად ერთად. 10 წლის წინ კი მათი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ტყუპები დაბადებისას ერთმანეთთან მუცლით იყვნენ შეზრდილნი.
კლინიკა მაიოს ექიმებმა გადაწყვიტეს სარისკო ნაბიჯი გადაედგათ. მათ მიიჩნიეს, რომ გოგონების გაცალკევება შესაძლებელი იყო. ვინაიდან, ეს ტყუპების გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო, მშობლები დათანხმდნენ სარისკო ოპერაციას.
საავადმყოფოს პერსონალმა ექიმ კრისტოფერ მოიერის ხელმძღვანელობით ოპერაციის წინ გაიარა კონსულტაციები კარდიოლოგებთან, ანესთეზიოლოგებთან და ქირურგებთან. საბოლოოდ 2006 წლის 12 მაისს ჩატარდა 12 საათიანი ოპერაცია. ეს ქირურგიული ჩარევა იმდენად წარმატებული იყო, რომ უკვე 2 კვირის შემდეგ მშობლებმა შეძლეს გოგონების სახლში წაყვანა.
10 წლის შემდეგ ტყუპები გამოიყურებიან ჯანმრთელებად და აქტიურებად. ისინი დაკავებულები არიან ტანვარჯიშით, დადიან სკოლაში, სადაც უამრავი მეგობარი ჰყავთ. ასევე ტყუპები რეგულარულად ამჟღავნებენ თავიანთ იდივიდუალობას. გოგონებს არ უყვართ, როდესაც მათზე მრავლობით რიცხვში საუბრობენ.
რა თქმა უნდა, ბავშვებს არ ახსოვთ ის დრო, როდესაც ისინი ერთი მთლიანი იყვნენ. თუმცა, მათ ამას გამუდმებით ახსენებენ ჟურნალისტები და ახლობლები. ებისა და იზაბელს აქვთ კულონები, რომლებსაც აწერია: "მილიონში ერთი."
ასევე გოგონები აღიარებენ: მიუხედავად იმისა, რომ ისინი გააცალკევეს, კავშირი მათ შორის არ გაწყვეტილა. ისინი გამუდმებით ფიქრობენ ერთსა და იმავეზე და უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის.
და ბოლოს, გვსურს ჯანმრთელობა ვუსურვოთ გოგონებს. დაე, მათი ბავშვობის თავგადასავალი იყოს ყველაზე საშიში მათ ცხოვრებაში!