მერსი სულხანიშვილმა და ეკა ყურშიტაშვილმა ერთმანეთი თმით ითრიეს - რა მოხდა ჯაჯანიძის გადაცემის ჩაწერაზე
გია ჯაჯანიძის შოუმ პოპულარობა სკანდალებით მოიპოვა. გავრცელებული ინფორმაციით, 5 მარტის გადაცემაც სკანდალური იქნება. ინტერნეტ-სივრცეში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადაცემის ჩაწერაზე ეკა ყურშიტაშვილი, თამუნა ვაშალომიძე, მულატკა და მერსი სულხანიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. გადაცემის მთავარი თემა "ქართული მენტალიტეტი" იყო. ჩვენი წყაროს ცნობით, მულატკამ, რომელმაც სახელი "ჯეობარში" ეროტიული სცენებით გაითქვა, მოდელ თამუნა ვაშალომიძეს ბ**ზი უწოდა. დაპირისპირება მოხდა ასევე ეკა ყურშიტაშვილსა და მერსი სულხანიშვილს შორის.
როგორც ამბობენ, ეკა ყურშიტაშვილმა მერსი სულხანიშვილს ქალიშვილობის გამო დასცინა და ერთ-ერთ საკითხზე განსხვავებული მოსაზრების გამო უთხრა, გაცეცხლებული იმიტომ ხარ, ქალიშვილი რომ ხარო. ამბობენ, რომ საბოლოოდ დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა და გადაცემის სტუმრებმა ერთმანეთი თმით ითრიეს. "ამბები.გე" მერსი სულხანიშვილს დაუკავშირდა:
- მერსი, რა მოხდა შენ და ეკა ყურშიტაშვილს შორის გადაცემის ჩაწერაზე?
- დაველოდოთ სანახაობას 5 მარტის გადაცემაში.
- მართლა იჩხუბეთ?
- დაპირისპირება ნამდვილად მოხდა მე და ეკა ყურშიტაშვილს შორის. ეკა მე ვერაფერს მეტყვის, თან იმაზე მეტი რა უნდა თქვას, რაც თქვა საერთოდ?
- ჩვენთვის ცნობილია, რომ მან ქალიშვილობის გამო დაგცინათ და ამიტომ იჩხუბეთ?
- თქვენ ჩაწერას ესწრებოდით? რა იცის ეკა ყურშიტაშვილმა მე ქალიშვილი ვარ თუ არა. ეკა ყურშიტაშვილის დასაცინი ვინ არის? სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ ამ ეტაპზე.
მერსი სულხანიშვილთან საუბრის შემდეგ მოდელ თამუნა ვაშალომიძეს დავუკავშირდით.
- რაზე იჩხუბეთ შენ და "მულატკამ"?
- ეკლესიის თემაზე ვსაუბროდით და მაშინ მოხდა კამათი ჩვენს შორის. სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ სანამ გადაცემა არ გავა ეთერში.
თემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ეკა ყურშიტაშვილიც. "გურამი (რაღაცა გვარი (შეროზია, ავტ.) არ მახსოვს), ქალიშვილობის ინსტიტუტს შექმნის, მერსი და თამო ლექციებს წაიკითხავენ ან ლოცვას, ან მორალს წაუკითხავენ ვინმეს და მათ შეუერთდება ნანული ხაზარაძე. აი ის ქალი, წარსულში ლოთი რომ იყო და დღეს, რომ ყვითელი თმები აქვს (დამწვარი), დაბალი როა და თაგვუნიას რომ გავს და არავინ, რომ არ ტყ... და მაინც მორალს გვიკითხავს".